ქაბულის აეროპორტზე თავდასხმამ დასავლური სახელმწიფოები შესაძლოა ისლამური ექსტრემიზმის პრობლემაზე კიდევ ერთხელ დააფიქროს: საჭიროა, თუ არა თალიბანთან საუბარი და შესაძლებელი იქნება, თუ არა მათთან მუშაობით ტერორისტული ჯგუფებისთვის ავღანეთის ნაყოფიერ ნიადაგად ქცევის თავიდან აცილება.
თალიბანის ძალაუფლებაში დაბრუნებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ოფიციალური პირები ევროპაში იმის აღიარებას იწყებენ, რომ საკუთარი გემოვნება და უკმაყოფილება ქვეყნის ახალი მმართველების მიმართ შესაძლოა გვერდით უნდა გადადონ და მათთან ერთად იმუშაონ.
"ნათელია: თალიბანი ავღანეთის ახალი რეალობაა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამ კვირაში. "ეს ახალი რეალობა მწარეა, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ მასთან".
ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ოფიციალური პირი "როიტერთან" საუბარში ამბობს, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების მიერ მორალური უპირატესობის ტონითა და აგრესიული მიდგომით თალიბანის მიმართ საუბარი არ ღირს, რადგან ეს მხოლოდ ჩინეთსა და რუსეთს მისცემს შესაძლებლობებს ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში თურქეთი და პაკისტანი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებდნენ, რომ ახალი რეჟიმი ზედმეტად სწრადად არ "გარიყონ" და თავი შეიკავონ ქაბულზე სანქციების ამოქმედებისგან. დატოვონ დისკუსიისა და კომუნიკაციის არხები ღია და სცადონ თავიდან აიცილონ უსაფრთხოებისა და მიგრაციის კუთხით შესაძლო კოლაფსი, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოახდენს გავლენას.
40 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქეყანაში, სადაც 5.5 მილიონი იძულებითაა გადაადგილებული, კონფლიქტისა და გვალვის შემდეგ ადამიანებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებაა. ევროკავშირმა ამ კვირაში განაცხადა, რომ 50 მილიონი ევროდან 200 მილიონ ევრომდე გაიზრდება დახმარება იმ ავღანელებისთვის, რომლებიც კვლავ ქვეყანაში არიან, ან რომლებიც ავღანეთიდან გაქცევას ცდილობენ.
ამერიკული მხარე ცდილობს ჰუმანიტარუილი ძალისხმევა გაგრძელდეს, თუმცა სანქციების წნეხი თალიბანზე არ შემცირებულა. ვაშინგტონი ამ ეტაპზე ღიად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომელიც ევროპულ დედაქალაქებში ფიქსირდება: რომ თალიბანი არ არის ყველაზე უარესი ვარიანტი.
ამერიკის ყოფილი ელჩი ავღანეთში, რაიან კროკერი ამბობს, რომ ამერიკის გასვლა ავღანეთიდან სტაბილურობისა და დემოკრატიის 20- წლიანი მშენებლობის შემდეგ და თალიბანის უეცარი დაწინაურება, მთელ მსოფლიოში რადიკალი ისლამისტებისთვის დიდი მოტივაციაა. ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც დაჯგუფებამ აიღო, არსებობს შიში იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ტერორისტებმა ფეხის მოკიდება შეძლონ.
ამერიკის მთავრობა მიიჩნევს, რომ თავდასხმის უკან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო ხორაშანი" დგას. რომელიც უკიდურესი სისასტიკითაა ცნობილი და რომელიც შესაძლოა არასტაბილურობას თავისი მიზნებისთვის იყენებს.
Facebook Forum