პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, დღეს რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა
თეთრი სახლის განცხადებით, 11 რუს ოფიციალურ პირზე ანგარიშების გაყინვის სანქციები ძალაში შევიდა. მათი სახელები ყირიმის მიერ უკრაინისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რუსეთის სავარაუდო ანექსიას უკავშირდება. ობამას ადმინისტრაციამ სანქციების დაწესების შესახებ დღეს გამოაცხადა. რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირმა 21 რუს ოფიციალურ პირზე სამგზავრო და სავაჭრო ტიპის სანქციები დააწესა. ზომების განხორციელება ყირიმის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა. სანქციების პარალელურად, განცხადება ნატომაც გაავრცელა. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს „არალეგალური და არალეგიტიმური“ უწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრით უკრაინის კონსტიტუცია და საერთაშორისო კანონმდებლობა დაირღვა. ამასთან ის ვითარება, რომელშიც რეფერენდუმი ჩატარდა, „ძალზე ყალბი და შესაბამისად მიუღებელია“.
დღეს პრეზიდენტმა ობამამ უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა. თეთრ სახლში გამოსვლისას შეერთებული შტატების ლიდერმა რუს მოქალაქეებზე დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, რუსეთის მხრიდან სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად არის კიდევ უფრო გაზარდოს სანქციების მასშტაბი. ობამას თქმით, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ევროპაში მიემგზავრება, სადაც ნატოს ლიდერებთან ერთად უკრაინაში შექმნილ ვითარებას განიხილავს. მომავალ კვირაში ევროპაში ვიზიტს თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გეგმავს.