ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმის რეფერენდუმი: რეპორტაჟი სიმფეროპოლიდან


სიმფეროპოლიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი მოგვითხრობს:

ყირიმელები მონაწილეობას იღებენ რეფერენდუმში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე. რეფერენდუმი კიევში, უკრაინის მთავრობამ და მისმა მომხრეებმა დაგმეს, მას უკანონო უწოდეს და სცნეს პროცესად, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ამ ფონზე, არაერთი ადგილობრივი მოსახლე ამბობს, რომ ბედნიერია რათა რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ კენჭისყრის საშუალება მიეცა.

არჩევანი: უკრაინისგან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება, სხვანაირად, 1992 წლის კონსტიტუციური სტატუსის აღდგენა, რომელიც მომავალში რუსეთთან შეერთების საშუალებას იძლევა.

კენჭისყრის ოპონენტები ამ პროცესს უკანონოდ თვლიან, მითუმეტეს კი იმის გათვალისწინებით, რომ რუსი და პრო-რუსული ძალები რეგიონს და ყირიმის ახალ ხელისუფლებას აკონტროლებენ.

თუმცა ამომრჩევლისთვის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებისთვის, რუსეთის კონტროლქვეშ დაბრუნება ახდენილი ოცნებაა.

ხანდაზმული ქალბატონი, ხმის მიცემის შემდეგ, ამბობს: “23 წელი გავიდა”! და დასძენს “ ნუ ამატირებთ”!

სიმფეროპოლში, კიდევ ერთ საარჩევნო უბანზე ყირიმის პარლამენტის წევრი ვლადიმირ კლიჩნიკოვი რუსეთთან შეერთების სასარგებლოდარჩევანის გასაკეთებლად ემზადება.

იგი ამბობს, რომ ხალხს საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალება აქვს.
შესაბამისად, მისი აზრით, დღევანდელი დღე “დემოკრატიის ზეიმია.”

რეფერენდუმის მომზადებაზე სერიოზული თანხები სწორედ იმაზე დაიხარჯა, რომ 16 მარტი პრო-რუსული ძალებისთვის “დღესასწაულად” ყოფილიყო წარმოდგენილი.

ამ ფონზე, პრო-რუსული რესპუბლიკებიდან გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, და ისინი ყირიმის დედაქალაქში საგანგებოდ მოწყობილი სცენიდან ამომრჩევლებს ამხნევებენ. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ მოცეკვავეები თათარსტანის რესპუბლიკიდან, რაც ერთგვარად, რეფერენდუმის ბოიკოტირების მოსურნე ყირიმელი თათრების მიმხრობის მცდელობას წარმოადგენს.

ყირიმელი ბიზნესმენი და წარმოშობით თათარი-ერვინ რუსტემოვიჩი რუსეთთან შეერთების იდეას ეწინააღმდეგება.

იგი ამბობს, რომ მოსახლეობას კარგად არ ესმის, რომ რუსეთი თავის პირობებს არ დაიცავს,” “ეს რა თქმა უნდა ასე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არავის ვჭირდებით.”

სინამდვილეში, ბევრს აფიქრებს ყირიმელთა ბედი, თუმცა მათ, ვისაც ყირიმის დარჩენა სწადიათ უკრაინის შემადგენლობაში, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG