ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ომი არ სურს?!


"21 საუკუნისთვის მიუღებელია ტანკებით, არტილერიით და ჩექმით კონფლიქტის მოგვარება" -არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე ძლევამოსილ ფრთას განუცხადა, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგას:

„ამ აგრესიას მიზეზი და საფუძველი არ აქვს. 21 საუკუნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ტანკებით, არტილერიით და ჩექმით კონფლიქტის მოგვარება.“

იაცენიუკის აზრით, მიუხედავად დაძაბულობისა, კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულება და ყირიმის ანქესიის თავიდან აცილება შესაძლებელია. გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრემიერ მინისტრმა გაეროში რუსეთის ელჩს შეკითხვით მიმართა, სურს თუ არა რუსეთს ომი:

„ჩვენ გვაინტერესებს, უნდათ თუ არა რუსებს ომი. მე , როგორც უკრაინის პრემიერ მინისტრს და წლების განმავლობაში მათთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს მჯერა, რომ რუსებს ომი არ სურთ.“

გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა არსენი იაცენიუკის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„არც რუსეთს და არც რუსებს ომი არ უნდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ომი არც უკრაინალებს სურთ. თუმცა მინდა ხაზი ერთ საკითხს გავუსვა, ჩვენ სიტუაციას ამდაგვარად არ აღვიქვამთ და არც მისი მსგავსი შეფასება გვსურს. უბრალოდ არ გვინდა, რომ მდგომარეობა უფრო მეტად დაიძაბოს.’’

გაეროს რამდენიმე ელჩმა რუსეთი უკრაინის ტერიტორიის შიგნით და საზღვრებს გარეთ სამხედრო ძალების მობილიზაციაში დაადანაშაულა. მათ ასევე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია რუსი სამხედრო ნაწილების ბაზებში დაბრუნებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს რუსეთს უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით უკანონო რეფერენდუმის ჩატარება გააუქმოს.

საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარიყა. ჩინეთიც კი, რომელიც რუსეთის მტკიცე მოკავშირეა, უკრაინის სუვერენტიტეტს უჭერს მხარს.

ხუთშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაციამ შეადგინა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც ხაზგასმულია უკრაინისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიცაა ტერიტორიული ინტერგაცია, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ყირიმში კვირას დაგეგმილი რეფერენდუმი უკანონოა და საერთაშორისო საზოგადოებამ მისი შედეგები ბათილად უნდა ცნოს. გაეროს დელეგაციის რეზოლუციის ტექსტში რუსეთი აგრესორად არ მოიხსენიება და არც უკრაინიდან რუსული ჯარების სასწრაფოდ გაყვანის მოწოდებაა დაფიქსირებული.

გაეროში ამერიკის ელჩის სამანტა პაუერის განცხადებით, გაეროში რუსეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება რეფერენდუმის დაკანონებას და ყირიმის ანექსიას ნიშნავს:

„სწორედ ეს ქმნის საგანგაშო სიტუაციას და ამ მიზეზის გამო გადავწყვიტეთ რეზოლუციის ტექტსი დაგვეწერა. იმედი გვაქვს, რომ ამით რუსეთის იზოლაცია გაგრძელდება, რადგან იგი აშკარად არასამშვიდობო გზას ადგას.“

დიპლომატები რუსეთისგან ვეტოს დადებას ელიან, თუმცა თუ კრემლის მჭიდრო მოკავშირემ ჩინეთმა მხარდაჭერაზე უარი თქვა, რუსეთი საერთაშორისო იზოლაციის მსხვერპლი გახდება.

გაეროს რამდენიმე დიპლომატი მომხრეა იმის, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა შაბათს ჩატარდეს.

გუშინ უკრაინის პრემიერ მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კიმუს შეხვდა, რომელმაც მოუწოდა ორგანიზაციის წევრებს სიტუაციის დეესკალაცია მოახდინონ და მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის საშუალებით მიიღონ გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG