სენატი TikTok-ის საკითხის განხილვას არ ჩქარობს

ამერიკელ სენატორთა ნაწილს სურს, პალატამ დრო დაუთმოს წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტის განხილვას. დამტკიცების შემთხვევაში, აქტი ჩინურ კომპანია ByteDance-ს აიძულებს, რომ პოპულარული აპლიკაცია TikTok გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაციას შეერთებულ შტატებში დაბლოკვა ემუქრება.

წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე, 352 მომხრე და 65 წინააღმდეგი ხმით, წინადადებას წარდგენიდან რვა დღის შემდეგ, ამერიკელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს. სენატშიც ფართო მარდაჭერაა იმის მიმართ, რომ ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით, უცხოურ აპლიკაციებთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა, არ არსებობს კონსესუსი, რა იქნება სწორი მიდგომა.

Your browser doesn’t support HTML5

„ტიკტოკი” როგორც საფრთხე

სენატის კომერციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარია კანტველმა საინფრომაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს, კანონმდებლობა პასუხობდეს უფრო ფართო შეშფოთებას, რაც უცხოურ აპლიკაციებს ეხება. კანტველი არ არის დარწმუნებული, რომ ამ მიზნის მისაღწევად, პალატის კანონპროექტი საკმარისად მოცულობითია.

”ერთ კვირაში, ალბათ, უკეთესი წარმოდგენა გვექნება იმის შესახებ, თუ რა ალტერნატივები არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი და გვინდა, რომ ეს იყოს ყველაზე საიმედო ინსტრუმენტი, რაც შეგვიძლია რომ შევქმნათ“, - თქვა კანტელმა.

სენატორი რონ უაიდენი, ტექნოლოგიურ საკითხებში წამყვანი დემოკრატი კანონმდებელი ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ განიხილავს პალატის კანონპროექტს და აქვს "სერიოზული შეშფოთება ნებისმიერი აპლიკაციის მიმართ, რომელიც ჩინეთის მთავრობას აძლევს ამერიკელების პირად მონაცემებზე წვდომას. მე ასევე ვიტყვი ამას: ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც კანონმდებლები ჩქარობენ ტექნოლოგიური და სოციალური მედიის შესახებ კანონმდებლობის მიღებას, შეცდომები მომხდარა“.

ასევე ნახეთ: “ტიკტოკი” შეიძლება ამერიკაში აიკრძალოს

სენატორმა ტედ კრუზმა, კომერციის კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა, გამოცემა "ბლუმბერგს" განუცხადა, რომ კანონპროექტი ღია უნდა იყოს „სრული შესწორების პროცესისთვის“, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ნებისმიერი ქმედება.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ სენატი კანონმდებლობას განიხილავს, თუმცა ვადების შესახებ არ უსაუბრია.

TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორია შუ ზი ჩუ. მან 14 მარტს სენატორებთან მეორე შეხვედრა გამართა. ერთი დღით ადრე კი, ikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ არსებული ფორმით კანონმდებლობის მიღება, აშშ-ში „TikTok-ის აკრძალვას გამოიწვევს. ეს კი, აპლიკაციაზე შინაარსის შექმნელებისა და მცირე ბიზნესის ჯიბეებიდან, მილიარდობით დოლარს ამოიღებს. ეს, 300 000 ამერიკელის სამუშაო ადგილს საფრთხის ქვეშ დააყენებს“.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს, უკვე აქვს რამდენიმე მაღალი რანგის სენატორის მხარდაჭერა, მათ შორის - სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, მარკ უორნერისა და ამავე კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრის, მარკო რუბიოს მხარდაჭერაც.

ასევე ნახეთ: 10 წლის გოგოს სიკვდილის საქმე - „ტიკ-ტოკმა“ ამერიკაში სასამართლო დავა მოიგო