ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 წლის გოგოს სიკვდილის საქმე - „ტიკ-ტოკმა“ ამერიკაში სასამართლო დავა მოიგო


„ბლექაუთ ჩელენჯის“ გამო 10 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესები დასრულდა. ფილადელფიაში, ამერიკის ოლქის მოსამართლე პოლ დიამონდის თქმით, ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით კომპანია „ტიკ-ტოკს“ იმუნიტეტი აქვს, რადგან კონტენტი, ამ შემთხვევაში ჩელენჯი, სხვის მიერ არის შექმნილი.

ცნობილია, რომ ტავაინა ანდერსონის ოჯახი სასამართლო დავას მომდევნო ინსტაციაში გააგრძელებს, რათა „არცერთი სხვა ბავშვი აღარ მოკლას სოციალური მედიის უგუნურმა ქცევამ“.

ოჯახი აქვე განმარტავს, რომ მათმა 10 წლის ქალიშვილმა „ტიკ-ტოკზე“ ნახა ვიდეო რომელიც თავადაც გაიმეორა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 2021 წლის დეკემბერში მოხდა, მშობლებმა ქალიშვილი კარადაში უგონოდ იპოვეს, მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ბავშვი 5 დღეში გარდაიცვალა.

ოჯახი ამბობს, რომ სიცოცხლისთვის საშიშ კონტენტს ალგორითმი არ უნდა ავრცელებდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG