ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს მძლეოსანს ოლიმპიური ოქრო ჩამოართვეს


ნატალია ანტიუხი, 400-მეტრიანი დისტანციის მოგების შემდეგ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. ლონდონი, ბრიტანეთი. 8 აგვისტო, 2012 წ.
ნატალია ანტიუხი, 400-მეტრიანი დისტანციის მოგების შემდეგ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. ლონდონი, ბრიტანეთი. 8 აგვისტო, 2012 წ.

რუსეთის ფედერაციის მძლეოსანთა ნაკრების წევრს, ნატალია ანტიუხს 2012 წელს მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვეს. ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, ის მეორე ადგილზე გასულ ამერიკელ ლაშინდა დემუსს გადაეცემა, რომელმაც დისტანცია რუს ძალოსანთან შედარებით, 0.07 წამით გვიან დაფარა.

სპორტის საერთაშორისო საარბიტრო კომიტეტს ანტიუხის 4-წლიანი დისკვალიფიკაციის და 2013-15 წლებში მოპოვებული გამარჯვებების ანულირების გადაწყვეტილება აქამდეც ჰქონდა მიღებული. მაგრამ, ლაბორატორიიდან მოგვიანებით მიღებული დამატებითი ანალიზის შემდეგ, დისკვალიფიკაციის საწყისი თარიღი 2012 წლის 15 ივლისით ჩანაცვლდა.

ანტიუხმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქრო 400-მეტრიან გარბენში გამარჯვებისთვის მოიპოვა. მიზეზი დოპინგთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევაა. მონაკოში მოქმედი საარბიტრო კომიტეტის განცხდებით, ანტიუხს მათი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

გასულ წლებში ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებზე რუსი ატლეტები რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ინგლისურენოვანი აბრევიატურით მონაწილეობდნენ. მათ სწორედ დოპინგის სკანდალის გამო დაწესებული შეზღუდვებით, ეკრძალებოდათ სრული სახელის და ეროვნული სიმბოლიკის გამოყენება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG