ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ უარი თქვა რუსეთისთვის აკრედიტაციის აღდგენაზე


მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ უარი თქვა რუსეთის ანტიდოპინგის სააგენტოს აკრედიტაციის აღდგენაზე და განაცხადა, რომ ის მსოფლიო სპორტის მაკონტროლებელი ორგანოს წესებთან თანხვედრაში ჯერ კიდევ არ არის. ეს ვითარება ზრდის იმის რისკს, რომ შესაძლოა რუსი ათლეტები, 2018 წლის თებერვალში, სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვან

სეულში დღეს გამართული შეხვედრის დროს, მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტოს დამფუძნებელმა საბჭომ, წესებთან თანხვედრის კომიტეტის რეკომენდაცია მოიწონა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ უარს ამბობს აღიაროს სააგენტოს, 2016 წლის ივლისის დამადანაშაულებელი დასკვნა, რომლითაც რუსეთში სისტემური, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი დოპინგი გამოვლინდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონათან ტეილორმა თქვა, რომ რუსეთი ასევე უარს ამბობს ტესტის ნიმუშებზე წვდომაზე, რომელიც მოსკოვის ანტი-დოპინგის ლაბორატორიაში ინახება. ისევ პრობლემურად რჩება სხვადასხვა ქალაქში რუსი სპორტსმენების ტესტირებაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG