ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ცოტა ხნის წინ თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ ნომინირებული კანდიდატი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა. კენჭისყრაზე ოსტინის კანდიდატურას 100 კანონმდებლიდან მხარი 93-მა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
"მადლობა სენატს, რომელმაც ძალიან სწრაფად და ორპარტიულად დაამტკიცა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ლოიდ ოსტინი. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეჭვგარეშეა, რომ ის არის სწორი პიროვნება თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე,"- წერს ბაიდენი ტვიტერზე.
ოსტინი პირველი ფერადკანიანი გენერალია, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავა.
ოსტინი პენტაგონის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მედიის წარმომადგენლებს მოგვიანებით შეხვდება.
ასევე ნახეთ: აშშ-ს მტრები ჰყავს როგორც შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ - ნომინირებული თავდაცვის მდივანიგასულ კვირას ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ ჰყავს. დამტკიცებამდე ოსტინმა თქვა, რომ პირველ ეტაპზე ის მის და დეპარტამენტის სრულ რესურსს პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოიყენებს.