ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის საგარეო პოლიტიკა და ჩრდილოეთ კორეა 


ჯო ბაიდენი საგარეო ურთიერთობებში უფრო აქტიურად ჩართვას და პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს, ამასთან ის რუსეთთან და ჩინეთთან მკაცრ პოლიტიკას შეინარჩუნებს. ამ დრომდე, მას არ ჰქონია მსოფლიოს არცერთ ლიდერთან სატელეფონო საუბარი. ის დღეს პირველად დაუკავშირდება კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის კონტურები უკვე ცნობილია, და პოლიტიკას ამ მხრივ ბაიდენის გადაწყვეტილებით ენტონი ბლინკენი გაუძღვება. თუმცა, ამ დრომდე არ ვიცით თუ როგორ პოლიტიკას შეინარჩუნებს ბაიდენი და მისი ახალი ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ძირითადი ყურადღება ჩრდილოეთ კორეის ბირთულ იარაღზე იყო გამახვილებული და დონალდ ტრამპი ამ საკითხზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ უნსაც შეხვდა. ამერიკაში მცხოვრები ჩრდილო კორეელები კი ფიქრობენ, რომ ეს შეცდომა იყო და ამით კიმ ჩენ უნის აღიარება მოხდა.

"ამერიკის ხმა" ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც წლების წინ ამერიკაში ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოვიდნენ განათლების მისაღებად. მათ მიაჩნიათ, რომ კიმ ჩენ უნის მმართველობის მთავარი პრობლემა ადამიანის უფლებებია და ელიან, რომ ჯო ბაიდენი სწორედ ასეთ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

"თუ ბაიდენის ადმინისტრაცია მეტ ყურადღებას გაამახვილებს ჩრდილოეთ კორეის ადამიანის უფლებებზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს შედეგი, რომელიც მისცემს ლეგიტიმაციას ხალხს, ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლებს. მაგრამ როდესაც თქვენ უგულვებელყოფთ ადამიანის უფლებებს და ყურადღებას გაამახვილებთ ბირთვულ იარაღზე და კიმ ჩენ უნზე, ეს შეიძლება დასრულდეს მისი ლეგიტიმაციით,"- აღნიშნა ჯეიკ კიმმა, უფლებადამცველმა ჩრდილოეთ კორეიდან, რომელიც შტატებში 2015 წელს ჩამოვიდა.

კიმს მიაჩნია, რომ ყველა პრობლემის მოგვარების საწყისი ადამიანების უფლებებია. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მმართველობის პირველ წლებში ყურადღებას სწორედ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებებზე ამახვილებდა, თუმცა მოგვიანებით საკითხმა უკან გადაიწია და აშშ-ჩრდილოეთ კორეის ორ სამიტზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მას "შესანიშნავი ურთიერთობა" ჰქონდა კიმ ჩენ უნთან და "ერთმანეთი უყვარდათ" კიმი ამბობს, რომ გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ როცა მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ იარაღზე დასრულდა ადამიანის უფლებების საკითხი დღის წესრიგში აღარ დაბრუნებულა.

"დონალდ ტრამპმა იმედი გამიცრუა, როცა მან კიმ ჩენ უნს დაურეკა,"- ამბობს ვირჯინიაში მცხოვრები 32 წლის ჯასტინ სეო, რომელიც ამერიკაში 2009 წლის შემდეგ ცხოვრობს. მას მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიმ ჩენ უნის ლეგიტიმაცია მოახდინა.

53 წლის ჩარლზ კიმი რომელიც ვირჯინიაში შარლოტსვილში ცხოვრობს, იმედს გამოთქვამს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო მკაცრი და მომთხოვნი იქნება.

"მე მსურს ბაიდენის მკაცრი პოლიტიკა ვნახო რეჟიმთან მიმართებაში,"- ამბობს კიმი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.

ამერიკამ ჩრდილოეთ კორეიდან დევნილების მიღება 2004 წლის შემდეგ დაიწყო. 2012 წლის მონაცემებით, ამერიკაში ჩრდილოეთ კორეიდან 130 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG