ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ჩრ. კორეასთან მოლაპარაკებები საგარეო პოლიტიკის წარმატებად მიაჩნია


ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, გაეთიშა შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებას. ფხენიანმა ამერიკას წლის ბოლომდე ულტიმატუმი წაუყენა და მიმდინარე წელს ბირთვული იარაღის რეკორდული რაოდენობა გამოსცადა. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნთან მოლაპარაკება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროცესი იყო.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიერ ამომრჩეველთან გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, ჩრდილოეთ კორეა იმ რვა „უდიდეს გამარჯვებას“ შორისაა ნახსენები, რომლებიც ადმინისტრაციას ტრამპის პრეზიდენტობის ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნია. წერილი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი აწერს ხელს, ამბობს, რომ პრეზიდენტმა „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პროცესი დაიწყო.“

ექსპერტები ამ განცხადებას ეწინააღმდეგებიან. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამ პერიოდის განმავლობაში არ დათმო არცერთი ბირთვული ქობინი. ამასთან, ანალიზის თანახმად, ფხენიანმა, სავარაუდოდ, დამატებით 18 ბირთვული ბომბისთვის საჭირო ბირთვული მასალა აწარმოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG