ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაუჩი: "ბაიდენი მეცნიერებს უსმენს"


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პირველ სრულ სამუშაო დღეს კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეხვედრები გამართა და გადაწყვეტილებებიც გამოაცხადა.

ექიმმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ახალი პრეზიდენტის მრჩეველი იქნება პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში, ბაიდენის ძალისხმევა შეაქო და თქვა, რომ ის მზადაა მოუსმინოს მეცნიერებს და სწორედ მათი რჩევების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეიტლებები.

ბაიდენმა თქვა, რომ ის გააძლიერებს ვირუსთან დაკავშირებით ფედერალურ დონეზე ბრძოლის ზომებს, მათ შორის ტესტირებისა და ვაქცინაციის გააქტიურებისა და ნიღბის ტარების მოთხოვნის გამკაცრების მიმართულებით.

"ეს საომარი მდგომარეობაა",- თქვა დემოკრატმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული ღონისძიებისას, როდესაც მან პანდემიასთან დაკავშირებულ ბრძანებებს მოაწერა ხელი. მათ შორისაა ტესტირების გაფართოების, მარაგების შევსების, საერთაშორისო მგზავრობის პროტოკოლების გამკაცრების და უმცირესობის წარმომადგენელთათვის რესურსების გაზრდის თაობაზე ბრძანებები.

პანდემიას ამერიკაში 405 000 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით დაინფიცირდა 24 მილიონზე მეტი მოქალაქე. ამერიკა ამ მაჩვენებლებით მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG