ხუთშაბათს, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის - ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა კრიპტო-ვალუტებზე წნეხი გაზარდა. მან თქვა, რომ ისინი ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და მიანიშნა, რომ შესაძლოა სულ უფრო პოპულარული ელექტრონული ვალუტის რეგულაციების შემოღება გახდეს საჭირო.
ასევე ნახეთ: ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცაიმავდროულად, ხაზინის დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა მდიდარმა პირებმა მეტწილად არარეგულირებული სექტორი, გადასახადების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენონ და განაცხადა, რომ სურს კრიპტო-აქტივების გაცვლა-გადაცემის შესახებ ხელისუფლებას სავალდებულო წესით შეატყობინონ.
ეს ორი განცხადება გაკეთდა იმ კვირაში, როდესაც ოთხშაბათს, ყველაზე პოპულარული კრიპტო-ვალუტა “ბიტქოინი” 30 პროცენტით გაუფასურდა. ვარდნა ჩინეთის განცხადების შემდეგ მოხდა, რომელმაც ამ სექტორს ახალი შეზღუდვები დაუწესა, რამაც კრიპტო-ვალუტის მერყეობას ხაზი გაუსვა.
ხაზინის დეპარტამენტის წინადადება, რომელიც წარმოადგინეს, როგორც დეპარტამენტის პოლიტიკის ნაწილი, დეტალურად აღწერს ბაიდენის ადმინისტრაციის 80 მილიარდიან გეგმას, რომელიც შემოსავლების სამსახურის გააქტიურების გზით, მოსაკრებელის გაზრდას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურს კრიპტო-აქტივების საკითხის მოსაგვარებლად დამატებით რესურსს მისცემს.
კრიპტო-ვალუტით ანგარიშსწორების სავალდებულო შეტყობინების სისტემამ შესაძლოა მთავრობას მისცეს იმის ცოდნა, თუ ამერიკული კომპანიები საკუთარ მონაცემთა ბაზებზე წვდომის დასაბრუნებლად, როგორ უხდიან ჰაკერებს გამოსასყიდს, რაც თითქმის ყოველთვის კრიპტო-ვალუტით ხდება.
სამართალდამცავები და კერძო სექტორის კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტები ჩივიან, რომ გაუმჭვირვალე გარემო, რომელიც გამოსასყიდის მისაღები პროგრამების გამოყენების შემთხვევების გარშემოა, ასეთი შემთხვევების განმეორებას უწყობს ხელს.