ბიტკოინის ფასის რეკორდული ზრდის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად დაეცა. ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება ამერიკაში პანდემიის დროს დაზარალებული კერძო და იურიდიული პირებისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი იყოს.
1.9 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს, ორპარტიული შეთანხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მოაწერა ხელი.
ბიტკოინის ფასის ვარდნის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება ის იყოს, რომ ამერიკის ხაზინის შემოსავალმა 13 თვის მაქსიმუმი აჩვენა და 1.64% შეადგინა.
ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ბიტკოინის ფასის ვარდნა შესაძლოა განპირობებული იყოს, ინდოეთში მიმდინარე პროცესებით. ქვეყანაში კანონპროექტი მზადდება, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტებს აკრძალავს. "როიტერის" ცნობით კანონის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში აიკრძალება კრიპტოვალუტის როგორც შენახვა, ასევე გაცემა და მისი გამოყენებით ვაჭრობა.
მანამდე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდული მონაცემები დააფიქსირა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი ინვესტორების მაღალ ინტერესს ასახელებენ.
ბიტკოინი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს სატოში ნაკამატოს ფსევდონიმის ქვეშ შექმნეს. 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 20 000 დოლარი ღირდა.
Facebook Forum