ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბიტკოინის“ ნამდვილი შემქმნელი ცნობილია


ავსტრალიელი ბიზნესმენი და კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი აცხადებს, რომ ციფრული ფულის ერთეული „ბიტკოინი“ მისი გამოგონებაა. ბრიტანული ტელევიზიის „ბი-ბი-სის“ ცნობით, გრეგ რაითმა ტექნიკური მასალა წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ ის არის პროგრამის ორიგინალური ვერსიის ავტორი. ამ ფაქტს „ბიტკოინის“ უკან მდგარი ადამიანებიც მოწმობენ.

45 წლის გამომგონებელმა ეს ინფორმაცია პირველად ჟურნალებს „ეკონომისტს“ და „სი-ქიუს“ აუწყა. „ბიტკოინი“ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და გლობალური ვალუტის ადგილი ციფრულ ოპერაციებში რომელიმე ქვეყნის მთავრობის, ან ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის გარეშეც დაიმკვიდრა.

XS
SM
MD
LG