დაპირისპირება აღმოსავლეთ აზიაში

ჩინეთი აღმოსავლეთ ჩინეთის წყლებში გავლენის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს

Your browser doesn’t support HTML5

ჩინეთის გავლენა


შეერთებული შტატები სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ძალისხმევა 2013 წელს აზიისკენ შებრუნდა, თუმცა მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური ყურადღების გადატანა უფრო ჩინეთისკენ მოხდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დენიელ შერფი სუელიდან მოგვითხრობს.

ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი დეკემბერში აღმოსავლეთ აზიაში მიზნად შეერთებული შტატების მოკავშირეების, იაპონიის და სამხრეთ კორეის დარწმუნებას ისახავდა, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობის გამოყენება გაზარდონ რეგიონში.

თუმცა ჩინეთის მოულოდნელი ნაბიჯი - სადავო კუნძულების ტერიტორიაზე თავდაცვის ზონის გაფართოვების შესახებ რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთის წყლებს მოიცავს, დისკუსიის მთავარი თემა იყო.

ჯო ბაიდენი: პრეზიდენტის გზავნილი მკაფიოდ გადავეცი მათ, რომ ამერიკა ამ ზონას არ ცნობს. ეს ამერიკული სამხედრო ოპერაციების გეგმებს ვერანაირად შეცვლის. უბრალოდ ჰკითხეთ გენერალს. არანაირად. ასევე ჩინეთისგან მოველით, არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაძაბულობას და რისკებს გაზრდის.

იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და შეერთებული შტატებმა მართლაც დემონსტრაციულად გაუშვეს საკუთარი სამხედრო ვერტმფრენები იმ ზონაში სადაც სამხრეთ კორეამ ჩინეთის მიერ გაზრდილი თავდაცვის ზონა ნაწილობრივ გადაფარა.

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენელი დენ პინკსტონი იმის შესახებ საუბრობს, რომ სამხედრო ვერტმფრენებისთვის თავდაცვის ზონის გაფართოებასთან დაკავშირებული რისკი გადაჭარბებულია.

დენ პიკსტონი: ჩინეთის ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში ჩართვა. საკითხი რა თქმა უნდა სხვა სახელმწიფოების სამხედრო ვერტმფრენების ამ ზონაში გადაადგილებას ეხება. ახლა ალბათ ჩინეთი პრეტენზიას განაცხადებს იურიდიულ ვალდებულებებზე, დაიწყებს ვერტმფრენების შეჩერებას ან მტრულ მოქმედებებს უცხოეთის ქვეყნების წინააღმდეგ რომლებიც სადავო აღმოსავლეთ ჩინეთის კუნძულების ტერიტორიაზე იფრენენ. თუმცა, კიდევ ერთხელ, სურთ თუ არა მათ სიტუაციის ესკალაცია და მსგავსი მტრული ქმედებების განხორციელება. არ მგონია რომ ამ ეტაპზე მათ ეს სურდეთ. თუმცა თუ მოინდომეს, ამასაც შეძლებენ.

თავიანთი სამხედრო უპირატესობის დამტკიცების მიზნით, ჩინეთმა ბოლო დროს სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ჩაატარა. სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ბრუნეი, მალაიზია, ფილიპინები, ტაივანი და ვიეტნამი დავობს.

ბაიდენის ვიზიტის დროს, ჩინეთის სამხედრო ხომალდმა, რომელსაც სატვირთო გემი მიუძღოდა წინა, ამერიკული სამხედრო გემის მოძრაობა შეაჩერა. მათ ამერიკელები აიძულეს რომ მოძრაობის ტრაექტორია შეეცვალათ რათა შეტაკება აეცილებინათ თავიდან.

ჩინეთში შეხვედრამ წამოწია საკითხი, სეულსა და ტოკიოს შორის ურთიერთობების აღდგენის შესახებ, ამის შესახებ კუკმინის უნივერსიტეტის პროფესორი პარკ ვი რაკი საუბრობს.

პარკ ვი რაკი: არსებული სიტუაციის ფონზე, რთულია მდგომარეობის განმუხტვა,როდესაც არსებობს ცალკე სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს, და ამერიკა-იაპონიის ალიანსი. ამიტომ აუცილებელია რომ სამხრეთ კორეას და იაპონიას შორის ურთიერთობები უფრო განმტკიცდეს, და შეერთებულმა შტატებმა ამ მხრივ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. მე ვფიქრობ ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება ობამას მომავალი ვიზიტის დროს, რომ შეერთებული შტატებმა უფრო მეტი გააკეთოს სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

დამატებით, კორეასთან ურთიერთობის უფრო გაღრმავების მიზნით იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ დეკემბერში სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტს უმასპინძლა, სადაც მთავარი მიზანი იმ მეზობელ ქვეყნებთან დაახლოების მცდელობა იყო, რომლებიც იაპონიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლონიურ აგრესორად მოიხსენიებენ.

იაპონია-სამხრეთ აზიის ქვეყნების სამიტის საერთო განცხადებაში ხაზი გაესვა ჰაერში და წყლებში სამხედრო ხომალდების თავისუფლად გადაადგილების მნიშვნელობას, რაც არაპირდაპირ გულისხმობდა ჩინეთის ბოლო გადაწყვეტილების გამო შეშფოთებასაც.