როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის მუქარას შეერთებულ შტატებზე, თუ მის მოკავშირეებზე სარაკეტო იერიშის მიტანის შესახებ და დღითი-დღე მზარდ საომარ რიტორიკას ვაშინგტონი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. პენტაგონი გუამში დიდ სიმაღლეზე დამიზნების თავდაცვის სარაკეტო სისტემებს აგზავნის. გუამი ერთ-ერთია იმ ტერიტორიებს შორის, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა თავდასხმით ემუქრება. სიაში სამხრეთ კორეა, ჰავაის კუნძულები და შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილიცაა.
მართალია მუქარა არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეგელის განცხადებით, მათი იგნორირება შეუძლებელია.
“ამ მუქარებს ჩვენ სერიოზულად ვიღებთ. მოვალენი ვართ კიდეც ისინი სერიოზულად მივიღოთ. ვფიქრობ, ჩვენი პასუხი მოზომილად სერიოზული და პასუხისმგებლობით სავსეა“.
შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს ატარებს. თუმცა, საომარი ტექნიკის დემონსტრირება უფრო ინტენსიურად ხდება. განსაკუთრებით ისეთების, როგორიცაა მაგალითად, სტელსის სახელწოდებით ცნობილი ბე-2 ტიპის ბომბდამშენები, რომელთაც ბირთვული დანადგარების განადგურება შეუძლიათ. ამერიკის საზღვაო ფლოტმაც რეგიონში რაკეტსაწინააღმდეგო გამანადგურებლები ჩააყენა. თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ზომების მიღება აუცილებელია, რადგან ყველაზე ცუდ ვარიანტში, ბირთვული კონფლიქტის თავიდან აცილება უნდა მოხდეს.
“ერთხელ შეცდომის დაშვებაც კი საკმარისი იქნება. ნამდვილად არ მინდა ის თავდაცვის მდივანი ვიყო, რომელმაც ეს ერთი შეცდომა დაუშვა“.
გუამში თავდაცვითი სარაკეტო სისტემების განლაგება შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მართალია, იმ შემთხვევისთვის არის გათვლილი, თუკი ჩრდილოეთ კორეის მუქარა რეალურია, მაგრამ ამერიკელი ლიდერების აზრით, მაინც უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ზომას წარმოადგენს. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, კიმ კუან-ჯინის განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა მიზნით გადააადგილა სარაკეტო სისტემები ჩრდილოეთ კორეამ. შესაძლოა ამ მოქმედებას მხოლოდ მათი „გამოცდის, ან წვრთნების“ დანიშნულება ჰქონდეს.
ფხენიანის რადიოთი ხუთშაბათს გადაცემულ მუქარაში ჩრდილოეთ კორეის არმიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯების გამო ნახევარკუნძული სამხრეთს და ჩრდილოეთს შორის ომის „დაწყების წინა ფაზაში იმყოფება“.
სახელმწიფო რადიო იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეამ თეთრ სახლს და პენტაგონს ოფიციალურად აუწყა იმის შესახებ, რომ ამერიკის მუქარას და ძალადობრივ პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეა გაანადგურებს. და რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უბრძანეს „დამტკიცებამდე საბოლოოდ გადახედონ და შეამოწმონ“ საკუთარი „მინიატურული, მსუბუქი და დივერსიფიცირებული უახლესი ბირთვული იარაღი“.
მსგავსი მუქარა ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებს არაერთხელ მოუსმენია, თუმცა ანალიტიკოსები მათ აღელვებულ რეაქციად მიიჩნევდნენ და აქამდე მუქარის სრულ იგნორირებას ახდენდნენ. მაგრამ ოთხშაბათს, ვაშინგტონში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე, ჩაკ ჰეგელმა, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩრდილოეთ კორეის რიტორიკა და ქმედება უკვე შეაფასა, როგორც „ძალიან საშიში“. რასაც წყნარ ოკეანეში გუამის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდაცვითი დანადგარების განლაგება მოჰყვა.