ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა კესონის ზონა დახურა


კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა ძლიერდება

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან საერთო ინდუსტრიული ზონაა ჩაკეტა და სამხრეთ კორეელ სპეციალისტებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ეს საგანგაშო სიგნალია, რაც ორ კორეას შორის კრიზისს უკავშირდება. ფხენიანმა დღეს განაცხადა, რომ ის აჩერებს სამხრეთ კორეელების შეშვებას კესონის ინდუსტრიულ კომპლექსში, ამასთანავე ის კომპლექსში მყოფ სამხრეთ კორეელებს ტერიტორიის დატოვების საშუალებას მისცემს. სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ არ იციან თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა. სეული შიშობს, რომ თუკი სამხრეთ კორეელ სპეციალისტებს კესონის დატოვების უფლება მალე არ მიეცემათ, ისინი საკვების გარეშე დარჩებიან. უნიფიკაციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სეულისთვის სამხრეთ კორეელის სპეციალისტების უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია.

„ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილება ინდუსტრიული ზონის შეჩერების შესახებ, ეს არის დაბრკოლება ზონის სტაბილურად ფუნქციონირებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთს, დაუყოვნებლივ აღადგინოს კესონის ზონაში ნორმალური რეჟიმი,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა კიმ იონ სეოკმა.
ქალაქი კესონი დემილიტარიზებული ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს. აქ სამხრეთ კორეელების ასობით საწარმო მუშაობს, სადაც ჩრდილოეთ კორეელი მუშები არიან დასაქმებული.
XS
SM
MD
LG