რესპუბლიკური არჩევნები გრძელდება

შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა გრძელდება. დღეს სამხრეთის შტატებში ალაბამასა და მისისიპში შიდაპარტიული არჩევნები გაიმართება. საზოგადოებრვი გამოკითხვების თანახმად, ამ შტატებში სამივე კანდიდატი იყრის კენჭს. მიტ რომნი, რიკ სანტორუმი და ნიუტ გინგრიჩი კონსერვატიულად განწყობილი შტატებში ცდილობენ წარმატების მიღწევას. ამ შტატებში გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიტ რომნისთვის რომელსაც ჯერჯერობით 1144 დელეგატის 40 პროცენტის მხარდაჭერა აქვს მიღებული. როგორც ვარაუდობენ მისი ძირითადი კონკურენტი სამხრეთის შტატებში რიკ სანტორუმი იქნება.