შეერთებულ შტატებში გამართულ წუხანდელ კოკუსზე პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა რიკ სანტორუმმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კანზასის შტატში 40 დელეგატიდან მან 33-ის ხმა დაისაკუთრა, დატოვა რა პრაიმერების ლიდერი მიტ რომნი მხოლოდ 7 მხარდამჭერით.
რომნიმ შედარებით, მეჩხერად დასახლებულ ვაიომინგში 12 დელეგატიდან 7-ის ხმა აიღო. ამერიკის ტერიტორიაზე ვაიომინგის შტატში ყველაზე ცოტა - სულ 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
დელეგატთა 454 ხმით პრაიმერებს კვლავ მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი ლიდერობს. თუმცა, საბოლოო გამარჯვებისთვის აგვისტოში დაგეგმილ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, რომელიც საბოლოო ნომინაციას დაასახელებს, რომნის 1, 144 დელეგატის ხმა სჭირდება.