ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნის მორიგი წარმატება


აშშ-ის ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ მერილენდის პრაიმერიში გამარჯვება მოიპოვა. ეს რომნისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საპრეზიდენტო ნომინანტად დასახელების პროცესში. მიტ რომნის ასევე იმედი აქვს, რომ გამარჯვებას ქვეყნის დედაქალაქსა და ვისკონსინის შტატშიც მოიპოვებს. რაც შეეხება დელეგატების რაოდენებას, აქაც მას უპირატესობა აქვს. უკანასკნელი მონაცემებით კი, ყოფილმა პრეზიდენტმა, უფროსმა ჯორჯ ბუშმა რომნის მხარდაჭერის შესახებ განცხადება გააკეთა.

XS
SM
MD
LG