ალაბამასა და მისისიპიში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. საარჩევნო უბნები ორივე შტატში დაიხურა. მისისიპის ეგზიტპოლის მონაცემებით, მიტ რომნი მცირე ინტერვალით უგებს რიკ სანტორუმს, რომელიც თავის მხრივ ალაბამას შტატში ლიდერობს. ნიუტ გინგრიჩი კი ორივე შტატში მეამე ადგილზეა. ორივე შტატი ძირითადად კონსერვატიულია, ამიტომაც თითოეული კანდიდატისთვისაქ გამარჯვება მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გინგრიჩის კანდიდატურას, მარცხის პირობებში ის შესაძლოა მომდევნო მარათონს გამოეთიშოს.