მოძრაობა „დაიკავე ვაშინგტონი“ აქციებს განაგრძობს

მოძრაობა „დაიკავე ვაშინგტონი“ აქციებს განაგრძობს

მოძრაობის „დაიკავე ვაშინგტონი“ გაფიცულები უკვე მეორე თვეა რაც, აშშ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კვალვ გამოსვლებს აწყობენ.

ახლა ისინი, მშვიდობიანი ბრძოლის შესახებ თავისუფალ გაკვეთილებს გადიან და ასევე სპეციალურ წვრთნებს განაგრძობენ პოლიციასთან ურთიერთობის დამყარების მიზნით.

გარდა ამისა, ისინი, ერთმანეთს გიტარაზე დაკვრასაც ასწავლაინ.

პოლ ადლერი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ამერიკაში, გასული საუკუნეების სოციალურ მოძრაობაზე საუბრობს:

„მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი და მეოცე საუკუნის დასაწყისი დიდი მღელვარების პერიოდი იყო. ეს იყო ინდუსტრიალიზაციისა და თანამედროვე სამომხმარებლო კაპიტალიზმის საგანგებო მდგომარეობის ხანა, რომელსაც გარკვეული წინააღმდეგობები და დიდი სოციალური გამოსვლები ხვდა წილად."

ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე განთავსებული ბიბლიოთეკა წასაკითხად გამზადებული უფასო წიგნებით, საგაფიცვო კომიტეტის ცნობის ფურცლებითა და გაზეთებითაა აღჭურვილი.

ჯონ გრეისქვირელს ცოდნის შეძენა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მისი თქმით:

„წიგნები არ უნდა იყიდებოდეს, ლიტერატურაც უფასო უნდა იყოს და ამასთანავე ყველასთვის ხელმისაწვდომი.“

აქციის მონაწილენი ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებზეც მსჯელობენ. მათი განხილვის თემას, ამჟამად, ტუნისში სამშვიდობო მოძრაობის მიღწევები წარმოადგენს.

ტუნისელი ტაქსის მძღოლი აბდენაქურ ჩამაკი თავის ქვეყანაში ახლად ჩატარებულ არჩევნებს ზეიმობს და ამასთანავე აღნიშნავს რომ იგი მოხიბლულია ამერიკული საპროტესტო მოძრაობით.

აღნიშნულ აქციებს ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. იგი, ამერიკის ყველა დიდ ქალაქში, ღია ცის ქვეშ, მეგობრების, აქტივისტებისა და უმუშევართა ხარჯზე, სპონტანურად აღმოცენებული და განვითარებული მოძრაობაა.

ამ ფონზე პროტესტის მიზნებიც სხვადასხვაა, რომელიც დაწყებული ამერიკის სამხედრო მოქმედებიდან, მდიდრებისათვის გადასახადების მომატებასა და მთავრობის სოციალურ ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას.

აქციის მონაწილენი იმედოვნებენ რომ საპროტესტო მოძრაობა, სულ ცოტა მომავალი წლის ნოემბრამდე - საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე გასტანს.