მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ავღანეთის შეიარაღებული ძალებში 325 ათასი სამხედრო იმასხურებს
შეერთებული შტატები და ნატო ავღანეთის შეიარაღებული ძალების გაზრდას უჭერენ მხარს, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 325 ათასს მიაღწევს.
ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალზე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტაც იმყოფებოდა. ლეონ პანეტამ უარყო გერმანიის თავდაცვის მინისტრის ინფორმაცია 2014 წლის შემდეგ ავღანეთში 8-დან 10 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცის დატოვების შესახებ. ავღანეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ქვეყნიდან დასავლეთის ჯარების გაყვანის შემდეგ მოსალოდნელი ქაოსის გამო.
ნატოს ხელმძღვანელობის შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესვეურები ავღანელთა დარწმუნებას შეეცადნენ მათი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად ავღანეთი ამ ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტად დარჩება.
ბატონი რასმუსენის განცხადებით:“ რა თქმა უნდა უმჯობესია ავღანეთის უშიშროების ძალების გაძლიერება, ვიდრე ინტერნაციონალური ძალების შენახვა ამ ქვეყანაში. ეს პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნება და ფინანსური თვალსაზრისითაც.“
ყოველწლიურად შეერთებული შტატები დასავლეთის კოალიციური ძალების ყოფნისთვის ავღანეთში 5,7 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მთლიანად ნატოს სამხედროების შენახვა ავღანეთში ყოველწლიურად 6,5 მილიარდი დოლარი ჯდება.
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეშფოთებას არ მალავს ნატოს გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლისთვის ავღანეთის შეიარაღებული ძალების შემცირებას 240 ათას კაცამდე აპირებდა.
გაზაფხულზე ამერიკელები საბრძოლო ოპერაციებზე პასუხისმგებლობას ავღანეთის არმიას გადააბარებენ. პრეზიდენტ ობამას გეგმის მიხედვით, ავღანეთში მყოფი 66 000 ამერიკელი ჯარისკაცის ნახევარს ამ წლის განმავლობაში გამოიყვანენ, თუმცა ქვეყანაში დარჩებიან ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ავღანეთის არმიის გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.