ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს განცხადება


ავღანეთში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცი სავარაუდოდ ავღანელმა ჯარისკაცმა მოკლა

ნატოს განცხადებით, ავღანეთში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცი სავარაუდოდ ავღანეთის არმიის ჯარისკაცმა მოკლა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის ბრიგადის გენერლის გუნტერ კაცის განცხადების თანახმად, ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის არმიის ჯარისკაცმა მოულოდნელად გაუხსნა ცეცხლი საერთაშორისო ძალების მებრძოლებს.

თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, მაგრამ მან რამდენიმე ბრიტანელი ჯარისკაცის დაჭრა მოასწრო. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ავღანეთში ნატოს სარდლობის განცხადებით, ამგვარი შეტევების შედეგად 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო ძალების 60 ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG