ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს წარმატება ავღანეთში


ორ წელიწადში ავღანეთის შეიარაღებული ძალებმა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ

ოთხშაბათს ნატოს გენერლის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აღნიშნულია, რომ ალიანსის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში, უსაფრთხოების მიმართულებით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს.


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა,რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნატოს სტრატეგიამ ავღანეთში გაამართლა. ორ წელიწადში ავღანეთის შეიარაღებული ძალები მზად იქნებიან იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

რასმუსენის განცხადებით, უკანასკნელი დროს ავღანეთში ძალადობის ფაქტებმა იკლო და ავღანეთის სამხედრო ძალები ქვეყნის ტერიტორიის 70 პროცენტს აკონტროლებენ.




XS
SM
MD
LG