ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეთაურმა ბრიუსელში დაწყებული მინისტერიალის გახსნამდე მედიასთან საუბარში ორ-დღიანი ღონისძიების დეტალებზე იმსჯელა. საკითხების ვრცელ სპექტრს თურქეთში პატრიოტის რაკეტების განლაგება ლიდერობს. ამასთან, მინისტერიალი სირიის კონფლიქტს, ავღანეთიდან კოალიციის ძალების გაყვანას და რუსეთთან ურთიერთობას განიხილავს. 5 დეკემბერს იგეგმება საქართველო-ნატოს კომისიის სამუშაო სხდომის ჩატარებაც, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა უსწრებს წინ.
პრეს კონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა ილაპარაკა რუსეთთან მიღწეულ პროგრესზე ავღანეთის, კონტრ-ტერორიზმისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ არსებულ სფეროებში. თუმცა გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში საჭიროა კიდევ უფრო მეტი ენერგია რაც მხარეებს შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებდა. რასმუსენმა ილაპარაკა საქართველოს როლზეც, და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა ალიანსის თავდადებული პარტნიორია. ალიანსის ლიდერმა გამოხატა რწმენა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მოხდება საქართველოს წვლილის აღიარება და ასევე ქართული მხარისთვის რეფორმების გაგრძელების მოწოდება.