ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქმიანი შეხვედრები ნატოს შტაბბინაში


საუბრის მთავარ თემას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წელს ჩატარებული და ამჟამად მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა

მიმდინარე წლის 30 - 31 იანვარს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში საქმიანი შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები შედგა ნატოს გენერალური მდივნის მოაგდილესთან - ალექსანდერ ვერშბოუსთან,სამხრეთ კავკასიაში ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელთან -ჯეიმს აპატურაისთან და ასევე რასმუსენის თანაშემწესთან თავდაცვის სფეროში ჰუსეინ დირიოზთან.

პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წელს ჩატარებული და ამჟამად მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. დეტალურად იქნა განხილული ყველა ის ინიციატივა, რომელიც ბოლო პერიოდში გახმაურდა.

დელეგაციის წევრებმა ალექსანდერ ვერშბოუს და ჯეიმს აპატურაის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია,ასევე გაუზიარეს ხედვები თავდაცვის სტრატეგიული გეგმის ძირითად რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მოისმინეს მათი შეფასებები ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ. მინისტრის მოადგილის თქმით, დაწყებული რეფორმები დადებითად იქნა შეფასებული.

შეხვედრის ერთ ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის გეგმის (sdr)განხილვა, რომელიც ამ მომენტისთვის დასასრულ ფაზას უახლოვდება. შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
მინისტრის მოადგილის ვარაუდით, საბოლოო ვარიანტის განხილვა თებერვალში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შედგება, რის შემდეგაც პირველად ვერსიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ.
მარტში კი შემუშავებულ დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ ხელმოსაწერად.

ინტერვიუში თავდაცვის მინისრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ,რომელსაც თავდაცვის სამინისტრო 2013 წელს ნატოში ინტეგრაციის კუთხით გეგმავს. აქცენტი ძირითადად გაკეთდება ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ეფექტურობაზე.

ზემოთხსენებულის გარდა, იქნება სიახლეები გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციების განსაზღვრაზეც, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემის გამჭვირვალობასა და სამოქალაქო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას.
დაგეგმილია ასევე თეთრი წიგნის გამოქვეყნება,რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი მმდინარე რეფორმები და ასევე თავდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი პროფესიულ ჯარზე ეტაპობრივი გადასვლაა.

ინტერვიუში ლევან დოლიძე შეეხო იმ გამოწვევებს,რომელიც შეიარაღებულ ძალებში ნატოსთან თავსებადობის კუთხით არსებობს.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ძირითად პერსონალის მართვის კუთხით არესბული სირთულეებია,რომლის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა მიმდის.
ასევე დიდი ენერგია იხარჯება სამხედრო ინფრასტრუქტურის. მაქსიმალურად გაუმჯობესების მიმართულებით.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრები ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და რუმინეთის მუდმივ წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG