ამერიკა, იაპონია და სამხრეთ კორეა, ტოკიოში ჩრდილოეთ კორეის საკითხს განიხილავენ

ამერიკის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სპეციალური წარმომადგენლები დღეს, ტოკიოში ხვდებიან, რათა ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამა განიხილონ. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ჩრდილოეთ კორეამ, გასულ შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ დატესტა რაკეტები.

სუნგ კიმი, ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეაში და ნოჰ კიუ-დუკი, სამხრეთ კორეის სპეციალური წარმომადგენელი კორეის ნახევარკუნძულის სამშვიდობი მისიასა და უსაფრთხოებაში, იაპონიის წარმომადგენლეთან ერთად, იმსჯელებენ რა მიდგომა უნდა ჰქონდეთ მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარაღის ბოლოდროინდელ გამოცდებთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ: აშშ ჩრდილოეთ კორეისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას უპირობოდ ემხრობა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ შაბათსა და კვირას, დატესტა "ახლად შექმნილი შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტები".

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რაკეტები ვიზუალურად ძალიან ჰგავს ამერიკულ ტომაჰოკს, ატომური შესაძლებლობის საკრუიზო რაკეტებს, რომლებსაც 1,600 კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ. ჩრდილოეთ კორეამ მიანიშნა, რომ რაკეტებს ატომური შესაძლებლობები აქვთ.