ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეა გაიხსნა


დღეს გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეა გაიხსნა. გასულ წელს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ასამბლეა ვირტუალური სახით ჩატარდა. წელს, მაღალი რანგის სტუმრები ნიუ-იორკს პირადად ეწვევიან.

ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები და დისკუსია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დისკუსია ყოველი დღე ორ ნაწილად წარიმართება. დილის სესია 9:00-დან 14:45-მდე გაგრძელდება, შუადღის დებატები კი 15:00-დან 21:00-მდე გასტანს.

სიტყვით გამოსვლას აშშ-ს, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის და ესტონეთის პრეზიდენტები გეგმავენ. ასამბლეას სიტყვით, გეგმის მიხედვით, ბრიტანეთის, კანადის, საქართველოს, ჰაიტის, ისრაელის, იტალიის და სომხეთის მთავრობის მეთაურებიც მიმართავენ.

სავარაუდო განრიგის თანახმად, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ასამბლეას 24 სექტემბერს, დილის სესიაზე მიმართავს.

XS
SM
MD
LG