რესპუბლიკელები დემოკრატებთან მოლაპარაკებებზე წინა-პირობებით მიდიან, თუმცა დემოკრატებს ულტიმატუმი არ მოსწონთ
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვის პირობებში კონგრესის რესპუბლიკელთა უმაღლესი წარმომადგენლები სხვა ფისკალურ პრობლემებშიც ერთვებიან. ამერიკა ვალის ზედა ზღვრის ლიმიტს მიუახლოვდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი მოგვითხრობს, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მოითხოვს მოლაპარაკებებს, იმისათვის რომ ამერიკის მოსალოდნელი დეფოლტი იქნას შეჩერებული. თუმცა ეს გამორიცხავს იმ მთავარ საკითხზე შეთანხმებას, რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას და კონგრესმენი დემოკრატების პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამერიკის საბიუჯეტო პრობლემები კიდევ უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი ხდება სხვა პრობლემების ფონზე. ფედერალური ოპერაციების ნაწილი შეუსრულებელი რჩება, რის შედეგებიც ძირითადად შეერთებულ შტატებში იგრძნობა, თუმცა ამერიკის მიერ რამდენიმე ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალის მომსახურების საკითხი მსოფლიოს ფინანსურ ბაზარს ტალღისებურ დარტყმას მაინც მიაყენებს.
ფედერალური ხელისუფლება ვალის ზედა ზღვარს 17 ოქტომბერს მიუახლოვდება. თუკი კონგრესი დავალიანების მოცულობის გაზრდას არ დაუჭერს მხარს, მაშინ ქვეყანას დეფოლტის საშიშროება დაემუქრება და საკრედიტო მომსახურება შემცირდება.
კვირას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა უარყო ვალის ზღვრის გაზრდის საკითხის მარტივ კენჭისყრაზე დაყენება. მან ხელისუფლების მუშაობის სრულფასოვან აღდგენასთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატაში თავისუფალ კენჭისყრაზეც უარი განაცხადა.
ჯონ ბეინერი: გამორიცხულია, რომ რომელიმე კანონი გავიდეს. წარმომადგენელთა პალატაში არ არის საკმარისი ხმები იმისათვის, რომ ვალის გაზრდის საკითხმა კენჭისყრა გაიაროს. ჩვენ ამ გზით წასვლას არ ვაპირებთ.
„ეი-ბი-სის“ საკვირაო გადაცემაში ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას კატეგორიულად არ სურს დეფოლტი. თუმცა ბეინერმა თქვა, რომ ეს შეიძლება რეალობა გახდეს ვინაიდან დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან.
ჯონ ბეინერი: რესპუბლიკელები სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ. მათ სურთ მოლაპარაკების დაწყება და თავად სპიკერიც მზად არის დემოკრატების მხრიდან ნებისმიერთან დაჯდეს და პრობლემაზე მუშაობა დაიწყოს.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დემოკრატი კონგრესმენები აცხადებენ, რომ ისინი მიესალმებიან მოლაპარაკებებს, თუმცა არა მთავრობის მუშაობის შეჩერების ან ეკონომიკური კრიზისის მუქარის ფონზე. საუბარი მიდის იმაზე, რომ დაგროვილ საკითხებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყოს. რაც ფედერალური ოპერაციები აღდგება და ვალიზ ზღვარი გაიზრდება.
ამ საკითხზე კომენატარი „ეი-ბი-სის“ ეთერში ასევე დემოკრატმა ჩარლზ შუმერმაც გააკეთა.
ჩარლზ შუმერი: მოლაპარაკების დაწყება ყოველგვარი მუქარის გარეშე გვსურს. თუ თავიდანვე მოლაპარაკება წინა-პირობებით იწყება, ის აუცილებლად უარეს ფაზაში შევა.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ თავისუფალი კენჭისყრის პირობებში ხელისუფლების დაფინანსების შესახებ ამერიკის ფისკალურ პოლიტიკაში ხურდის დაბრუნების ფუნქციას შეასრულებს და ამერიკის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს.
ეს მოლაპარაკებები რომ მართლა გამართულიყო, ვერცერთი პარტია ვერ მიიღებდა სასურველ შედეგს. რესპუბლიკელებს პრეზიდენტ ობამას ინიცირებული დაზღვევის რეფორმის მნიშვნელობის დაკნინება და მთავრობის შეკვეცა სურთ. დემოკრატები კი „ობამაქეარის“ დაცვას განაგრძობენ და გადასახადების გაზრდა სურთ იმისათვის, რომ ქვეყნის ფისკალური მდგომარეობა გამოასწორონ. თუმცა სპიკერი ბეინერი მოლაპარაკებების დაწყების წინ, უკვე უარს ამბობს იმ წინადადებების განხილვაზე რისი გატანაც დემოკრატებს სურთ.
ჯონ ბეინერი: ეს ძალიან მარტივია, ისინი არ გაზრდიან გადასახადებს.
სპიკერის განცხადებით, საგადასახადო საკითხების კონტექსტში დამატებითი შემოსავლები გასული ფისკალური წლის ბოლოს უკვე შემოვიდა ამერიკის ყველაზე მაღალი გადამხდელებისგან.
ორივე პარტია თანხმდება ერთ საკითხში - დაფინანსების შეწყვეტის გამო მთავრობის დროებით გათიშვასთან დაკავშირებული ბრძოლა ახლა უკვე ვალის ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებული კრიზისს უერთდება. ამ ორი საკითხიდან ჯერ-ჯერობით არც ერთის გადაჭრის პერსპექტივა არ ჩანს.