ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბიუჯეტო მოლაპარაკება და მოსალოდნელი უფსკრული


თუ შეთანხმება არ შედგა, ქვეყანაში საგადასახადო შეღავათები ავტომატურად გაუქმდება და საბიუჯეტო დანახარჯების ავტომატური შეკვეცა დაიწყება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
დემოკრატები და რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ორპარტიული თანამშრომლოობის ეპოქა არ დასრულებულა. ეს მოსაზრება განსაკუთრებით გამოიკვეთება საბიუჯეტო კრიზისის ფონზე, რომელიც შესაძლოა ეგრეთ წოდებული „ფისკალური უფსკრულით“ დასრულდეს.

„მე კომპრომისისთვის მზად ვარ,“ - აცხადებს პრეზიდენტი ობამა.

რესპუბლიკელი ერიკ კენტორი კი ამბობს: „ჩვენ პრეზიდენტს ვეუბნებით, რომ გვსურს მასთან თანამშრომლობა გამოსავლის მოსანახად.“

იგივეს აცხადებენ დემოკრატი და რესპუბლიკელი ლიდერები კონგრესში.

უმრავლესობის ლიდერი ჯონ ბეინერის განცხადებით: „მოდით, ვეცადოთ შევიცვალოთ და საერთო ენა გამოვნახოთ.“

მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა, მაინც ადვილად შესამჩნევია პარტიებს შორის არსებული მწვავე იდეოლოგიური განსხვავებები. რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ ობამას ინიციატივას, რომელიც მდიდარი ამერიკელებისათვის საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს.

კონგრესმენი ერიკ კენტორი ამბობს: „ჩვენ ვერ ვხვდებით, რატომ მოაზრება გადასახადების მომატება გამოსავლის ფორმად იმ შემთხვევაში, თუ გვსურს უმუშევრობის მაჩვენებელი შევამციროთ.“

დემოკრატები კი უარს ამბობენ ისეთი პროგრამების შეკვეცაზე, რომლებიც პენსიონერ ამერიკელებს სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. სენატორი ელიზაბეტ ვორენი ამერიკის სოციალური უსაფრთხოების ქსელის დაცვას ცდილობს:

„ჩვენ ვაშინგტონში რომ ჩავალთ, სახელმწიფო შეღავათების პროგრამების გაუქმებას არ ვაპირებთ.“

ავტომატური შეკვეცების დაწყებემდე რამდენიმე კვირა რჩება. რესპუბლიკელების ნაწილი, მათ შორის ჯონი აისაკსონი აცხადებს, რომ უნდა შემუშავდეს ზომა, რომელიც ავტომატური შეკვეცის შესაძლებლობას გამორიცხავს:

„რთული არ იქნება, ერთი თვის განმავლობაში შეთანხმების მიღწევა იმაზე, რომ განხილვები მომავალი წლის დასაწყისისთვის გადავიტანოთ.“

დემოკრატები კი გადავადების წინააღმდეგი არიან. პეტი მურეი ამბობს:

„წლის ბოლოს ყველა საგადასახადო შეღავათი შეწყდება და ახალი წლიდან პრობლემები თავიდან დაიწყება.“

დანახარჯების ავტომატური შეკვეცის დაწყების საშიშროებამ ეკონომიკაზე გავლენა უკვე იქონია. ამას ამერიკის ცენტრალური ბანკის - ფედერალური რეზერვის - თავმჯდომარე ბენ ბერნანკე აცხადებს:

„ფისკალურ უფსკრულთან, საბიუჯეტო ვითარებასთან და სავარაუდო საგადასახადო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა უკვე აისახება კერძო სექტორზე და ინვესტიციებზე.“

ექსპერტები აცხადებენ, რომ რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება სწორი გადაწყვეტილება - საბიუჯეტო განხილვების წლის ბოლომდე დასრულება თუ მომავალი წლის დასაწყისისთვის გადადება. მაგრამ ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ კონგრესი იძულებულია, რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოს გადაწყვეტილება და ფედერალური საბიუჯეტო დეფიციტი მომავალ წელს ერთი ტრილიონი დოლარით შეამციროს. თუ კონგრესი და ადმინისტრაცია საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდა, 1 იანვარს ავტომატური შეკვეცები დაიწყება, რაც ჯამში ბიუჯეტს ტრილიონ დოლარს დაუზოგავს, მაგრამ მნიშნველოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, თავდაცვას და სოციალური უსაფრთხოების ქსელს.
XS
SM
MD
LG