ამერიკის სენატმა ბიუჯეტის პროექტი მოიწონა, რომელიც იქ შაბათს შევიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში როდესაც სენატმა ბიუჯეტის პროექტზე რეაგირება მოახდინა.
შაბათს, თეთრ სახლის მიერ მომზადებულ სპეციალურ განცხადებაში ბიუჯეტი შეფასებულია როგორც „დაბალანსებული“ . განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შემცირებულია, და გაუქმებულია რიგი საგადასახადო შეღავათები მათ შორის ამერიკის შეძლებული ფენისთვის .
სენატმა თავის 50-49 ხმა ბიუჯეტს შაბათს განთიადისას მისცა. რესპუბლიკელებმა სრული შემადგენლობით ბიუჯეტის ამ პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, მათ დემოკრატიული პარტიის ოთხი სენატორიც შეუერთდათ. თუმცა ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დემოკრატების მიერ კონტროლირებად სენატში სურათი შეცვლილიყო.
რეზოლუცია ათი წლის განმავლობაში ითვალისწინებს დამატებით 1 ტრილიონი ამერიკული დოლარის შემოსავალს, რაც ზოგიერთი საგადასახადო შეღავათის გაუქმების და სახელმწიფო ხარჯების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს.
დემოკრატებს სენატში ბოლო პერიოდია აკრიტიკებენ იმის გამო რომ 2009 წლიდან დღემდე ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლეს.
საკითხზე დავა ორ პალატას შორის კვლავ მოსალოდნელია. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს ბიუჯეტის საკუთარი პროექტი დაამტკიცა რომელიც სამთავრობო ხარჯების შემცირებას გადასახადების გაზრდის გარეშე ითვალისწინებს.
შაბათს თეთრ სახლში განაცხადეს რომ, წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი მრეწველობის და განათლების დაფინანსების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევდა.
ჯამში არცერთ წარმოდგენილ პროექტს არ აქვს შანსი რომ გახდეს კანონი. თუმცა სენატმა და პალატამ ერთობლივად შეიმუშავეს საწყისი დოკუმენტი - ბიუჯეტის კანონ-პროექტი, რომელიც დამტკიცდება და როგორც ქვეყნის მთავარ საფინანსო კანონს ხელს შემდეგ პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოაწერს.
შაბათს რესპუბლიკელებმა გამოიყენეს თავიანთი საკვირაო მიმართვა და სენატის მიერ წარმოდგენილი პროექტი გააკრიტიკეს. სენატორი მაიკ ლი ამბობს რომ, წარმოდგენილი წინადადებით გადასახადები ტრილიონ ნახევრით იზრდება , და მასში არ არის გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსება ორი სოციალური დაცვის პოპულარული პროექტისთვის, როგორიცაა ხანდაზმულთა სოციალური და სამედიცინო დაზღვევის პროგრამები.