ამერიკის არჩევნების წინ, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარებულიყო არჩევნების დღე და მისი შემდგომი კვირები. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ის, რომ დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, ან პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებდა ამას, ან რომ რამდენიმე კვირიან იურიდიულ ბრძოლას ვიხილავდით, რომელმაც არჩევნების შედეგები შესაძლოა იანვრამდეც კი გახადოს გაურკვეველი. იანვარში შემდეგი მოწვევის კონგრესმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა დაამტკიცოს.
ამ არჩევნებში გამარჯვებული გამოვლენის სირთულეები, მიმომხილველთა დაკვირვებით, წინასწარ ხმის მიცემას უკავშირდება. სხვადასხვა შტატს განსხვავებული კანონები აქვს იმის შესახებ თუ როდის უნდა განიხილონ და როდემდე უნდა მიიღონ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები. სწორედ ამიტომ, ამ ბიულეტენების დათვლას შესაძლოა დღეები ან თვეები დასჭირდეს.
ასევე ნახეთ: არჩევნების ღამეს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოეწყოპოლიტიკის მეცნიერი, უილიამ გალსტონი, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ ეს „კოშმარული სცენარია“ და რომ შედეგად, „ქვეყანა ქაოსში მოექცევა“.
არჩევნებამდე პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებდა, რომ მასიურად ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები, არჩევნების შედეგების გაყალბებას გამოიწვევდა და უარს აცხადებდა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობას დათანხმებოდა. ბაიდენმა კი განაცხადა, რომ ის მიიღებდა არჩევნების შედეგებს, თუ ხმების დათვლა სამართლიანად მოხდებოდა.
რთული პროცესი
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ აღწევს ის, ვინც ეროვნული მასშტაბით ხმების უმეტესობა მიიღო. არჩევნების ბედი ორსაფეხურიანი სისტემით წყდება. ამ სისტემაში შტატებში არჩევნების დასრულებას საარჩევნო კოლეგიაში კენჭისყრა მოსდევს. თითოეულ შტატს კოლეგიაში გარკვეული რაოდენობის დელეგატი ჰყავს, რაც მისი მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. პრაქტიკის მიხედვით, ცალკეული შტატის დელეგატები ხმას აძლევენ მას, ვინც ამ შტატში უფრო მეტი ხმა მოიპოვა. (ორ შტატში, როგორიცაა მეინი და ნებრასკა, შესაძლოა ხმები კანდიდატებს შორის გაიყოს).
საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს იკრიბება კენჭის საყრელად, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ იქნება შემდეგ პრეზიდენტი. კანდიდატმა სულ 538 ხმიდან, კოლეგიის დელეგატთა 270 ხმა უნდა მიიღოს. შემდეგ კი კენჭისყრის შედეგები, ფორმალურად სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ერთიან სხდომაზე მტკიცდება 6 იანვარს.
თუმცა არჩევნების დღესა და 6 იანვარს შორის რამდენიმე მნიშვნლოვანი თარიღია. მათ შორის 8 დეკემბერი, თარიღი, რომლამდეც შტატებმა დელეგატთა წყება უნდა დაამოწმოს და ის შეერთებული შეერთებული შტატების ეროვნული არქივის მდივანს წარუდგინოს.
ასევე ნახეთ: შტატები, რომლებიც კანდიდატებმა მოიგეს
იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ შტატს, ამ თარიღამდე, არ ექნება საბოლოო შედეგები, იქნება ეს მიმდინარე დათვლის თუ საჩივრების გამო, ფედერალური კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ შტატის საკანონმდებლო ორგანოს ეძლევა საშუალება შეიკრიბოს და დელეგატები თავად წარადგინოს, საბოლოო შედეგების დალოდების გარეშე. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ამა თუ იმ პარტიის კონტროლს ქვეშ მყოფმა საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭიროს მისთვის მისაღები კანდიდატის მომხრე დელეგატებს, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება ამ შტატის არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს.
შტატებში, სადაც გუბერნატორის პოსტს და საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა პარტია აკონტროლებენ, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, რადგან, გუბერნატორი ოფიციალურად ახდენს დამოწმებას საარჩევნო კოლეგიაში მისავლენი დელეგატთა სიის მას შემდეგ, რაც შტატის საკანონმდებლო ორგანო მათ წარუდგენს. შესაძლებელია, რომ შტატმა დელეგატთა ორი წყება წარადგინოს და მხარეები ითხოვდნენ საკუთარი სიის ლეგიტიმურად ცნობას. ფედერალური კანონით, თუ კონგრესს წარუდგენენ დელეგატთა ორ წყებას ერთი შტატიდან, წარმომადგენელთა პალატა და სენატი წყვეტს, თუ რომელი იქნება მისაღები. თუ ისინი შეთანხმდებიან, კოლეგიაში მათი შერჩეული დელეგატები შევლენ, თუ ვერ შეთანხმდებიან, მაშინ გუბერნატორის მიერ არჩეული დელეგატების წყებას ენიჭება უპირატესობა და უფლებამოსილება.
თუ საარჩევნო კოლეგიის ხმები თანაბარია
ნაკლებად სავარაუდო, თუმცა შესაძლებელია, რომ საარჩევნო კოლეგიაში მხარეებმა ერთი და იმავე რაოდენობის ხმები დააგროვონ. თუ ფრეს ვიხილავთ, და ორივე კანდიდატი არჩევნებს 269 ხმით დაასრულებს, იმის უფლებამოსილება, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, წარმომადგენელთა პალატას ენიჭება. თუმცა იმის ნაცვლად, რომ თითოეულ კონგრესმენს ერთი ხმა ქონდეს, თითოეული შტატის კონგრესმენთა დელეგაცია ერთიანად აძლევს ხმას. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ შტატში დომინანტი პარტია გააკონტროლებს ამ ხმებს.
ასევე ნახეთ: ვინ გამოავლენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს?თუ მსგავსი რამ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ მაგალითისთვის ვაიომინგის შტატში მცხოვრებ 600,000-ს ადამიანს იმდენივე წონა ექნება მომავალი პრეზიდენტის არჩევაში, რამდენიც 40 მილიონიან კალიფორნიას.
მოღალატე დელეგატები
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ ამა თუ იმ შტატის არჩეული დელეგატი, საარჩევნო კოლეგიაში შესაძლოა „ერთგული არ აღმოჩნდეს“. ცალკეულ შემთხვევებში, წლების მანძილზე, დელეგატები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ერთ კანდიდატს დაუჭერდნენ ხმას, არჩევანს ცვლიდნენ.
ასევე ნახეთ: შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ასარჩევად ხმების დათვლა გრძელდებაბევრმა შტატმა მიიღო კანონის სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რომლითაც საკუთარ დელეგატებს ავალდებულებენ ისე მისცენ ხმა, როგორი დაპირებაც დადეს და უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ მსგავსი შეზღუდვები კანონიერია. თუმცა თეორიულად დაშვებადია, რომ ასეთმა „არა-ერთგულმა“ დელეგატებმა არჩევნების ბედი გადაწყვიტონ.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ სცენარების უმეტესობის განვითარების შანსი პატარაა.