ბევრი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მაშინ ვლინდება, როცა მედიის საშუალებით, წაგების პერსპექტივის კანდიდატი დამარცხებას აღიარებს და „დათმობის სიტყვას“ წარმოთქვამს. მაგრამ, სიმართლე ისაა, რომ ფორმალურად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოცხადების პროცესი, პროცედურულად, თვეების მანძილზე გრძელდება და საბოლოოდ, იანვარში სრულდება.
მკაცრად გაწერილი პროცესი ასე გამოიყურება: პრეზიდენტს ირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, ე.წ. ელექტორები, ამერიკის მოქალაქეების მიერ მიცემულ ხმებზე დაყრდნობით. ელექტორების რაოდენობა თითოეულ შტატში მოსახლეობის მიხედვითაა დადგენილი.
ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ რთული, ორსაფეხურიანი სისტემააა. შტატების დონეზე მოწყობილ საყოველთაო ხმის მიცემას, მოჰყვება კიდევ ერთი კენჭისყრა სპეციალურ ორგანოში, რომელსაც საარჩევნო (ელექტორალური) კოლეგია ჰქვია. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ შტატზე განსაზღვულია ე.წ. ელექტორების, იგივე საარჩევნო კოლეგიის წევრების კონკრეტული რაოდენობა.
შესაბამისად, თითოეულ შტატში, კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ, ხმის უმრავლესობით გამარჯვებულ კანდიდატს, იმ შტატის საარჩევნო კოლეგიის წევრების განსაზღვრული რაოდენობა ეყოლება.
საარჩევნო კოლეგია საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად, 14 დეკემბერს იკრიბება და გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი. სასწორზე 538 ელექტორის ხმაა. კანდიდატმა არჩევნების მოგებისთვის, კოლეგიის წევრთა 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ხმების ფორმალური დათვლა კონგრესში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებული სხდომის საგანგებო სესიაზე, 6 იანვარს მოხდება.
„არსებობს არჩევნების დღე, როცა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებს, ე.წ. ელექტორებს ირჩევენ. ასევე, განსაზღვრულია თარიღი, დეკემბრის თვეში, როცა ამომრჩეველტა კოლეგია იკრიბება ხმას აძლევს კანდიდატებს. ამის შემდეგ, არის კიდევ ერთი თარიღი, იანვარში, როცა არჩევნების შედეგებს კონგრესი ადასტურებს“ - განმარტავს ემი დეისი, „ამერიკული უნივერსიტეტთან“ არსებული, შაინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.
„თავდაპირველად, ეს სისტემა შეიქმნა, რადგან არ არსებობდა მზაობა, ნდობა გამოეცხადებინათ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში“ - ამბობს დეისი. „მათ [დამფუძნებელი მამებს] არ სწამდათ, რომ ამერიკელ ხალხს ქვეყნის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრის გზით უნდა აერჩია. მაგრამ, მათ ასევე არ სურდათ, ერთპიროვნული ძალაუფლება კონგრესისთვის მიენიჭებიათ“ - აცხადებს პოლიტიკის მეცნიერებათა სპეციალისტი, ემი დეისი.
კოვიდ-19-ის შესაძლო გავლენა ხმების დათვლაზე
ამერიკული არჩევნების ექსპერტები ფიქრობენ, რომ წელს, ბიულეტინების დათვლას უფრო მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს, ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს. მიზეზი კოვიდ 19-ის პანდემია და იმ ამომრჩეველთა გაზრდილი რიცხვია, ვინც არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმა ფოსტის საშუალებით მისცა.
„არსებობს იურიდიული, კანონით განსაზღვრული პროცედურები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია“ - ამბობს ლია მერივაკი, მისისიპის უნივერსიტეტის, ამერიკული პოლიტიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორი.
„არჩევნების ღამეს, შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით ზეწოლის მცდელობა შექმნის მეტ დაბნეულობას და უნდობლობას.. ალბათ ბევრი დაიწყებს შტატების წინააღმდეგ ჩივილს, რადგან ელოდებიან, რომ შედეგები არჩევნების ღამეს უნდა გამოცხადდეს. ასე რომ, ეს გაართულებს არჩევნებზე მომუშავე ოფიციალური პირების საქმეს, რადგან ისინი ცდილობენ, პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა შეინარჩუნონ“ - აცხადებს მერივაკი.
მას შემდეგ, რაც 50 შტატი და პლუს კოლუმბიის ოლქი დაითვლის ფოსტის საშუალებით ან საარჩევნ უბნებზე მიცემულ, ასევე დროებით ბიულეტინებს, თითოეული შტატის გუბენატორი სიებს ელექტორებს გადასცემს. სიების ასლი გადაეცემა აშშ-ის ეროვნული არქივის ხელმძღვანელს.
შემდეგ, ელექტორები, საკუთარი შტატების დედაქალაქებში, ფორმალურად მისცემენ ხმას პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს. ეს პროცედურა უნდა გაიმართოს დეკემბერის მეორე ოთხშაბათის შემდეგ, პირველ ორშაბათს. წელს ეს თარიღი 14 დეკემბერია.
თითოეული შტატის ელექტორი ამოწმებს ხმებს. ამის შემდეგ, უგზავნის მას აშშ-ის სენატს, ეროვნულ არქივს და შტატის ოფიციალურ პირებს. ამ პროცედურის დასრულებიდან სემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საარჩევნო კოლეგიას არანაირი მოვალეობა აღარ ეკისრება.
პროცესის ფინალური ეტაპი 2021 წლის იანვარსაა, როცა კონგრესი ელექტორების ხმის დასათვლელად და გამარჯვებულის ოფიციალური დამოწმებისთვის შეიკრიბება. როგორც წესი, ჩვეულებრივ პროცესი საზეიმოა, მაგრამ ასევე შესაძლოა არსებობდეს წინააღმდეგობები. 1969 და 2005 წლებში, საარჩევნო კოლეგიის ზოგიერთ ხმასთან დაკავშირებით გარკვეული წინააღმდეგობები არსებობდა, თუმცა სენატმა ის უარყო და ხმები, რომელთა დაკავშირებითაც კითხვები არსებობდა, საბოლოოდ სცნო.
ჯერ უცნობია, იარსებებს თუ არა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინააღმდეგობები ელექტორების ხმებთან დაკავშირებით, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა, ფოსტის ხმის მიცემის გამო, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი პრეტენზიები რამდენჯერმე გამოთქვა.
Facebook Forum