ამერიკის კონგრესში მთავრობის დახურვის თავიდან ასაცილებლად დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გეგმა - აირიდოს თავიდან მთავრობის დახურვა - სამშაბათს შემოწმდება. ის ცდილობს საკუთარი, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელთა ნაწილის წინააღმდეგობაც დაძლიოს. დემოკრატები კი რესპუბლიკელ სპიკერს მიანიშნებენ, რომ შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

მაიკ ჯონსონს საკანონმდებლო ორგანოში წამყვანი პოზიცია აქამდე არ ჰქონია და მას ამგვარი მოლაპარაკებებისა და პროცესის წარმართვის ნაკლები გამოცდილება აქვს. სამი კვირის წინ არჩეული სპიკერი ცდილობს მოიპოვოს მხარდაჭერა იმ განგრძობითი რეზოლუციისთივს, რომელიც სამთავრობო ფინანსების ხარჯვას მომავალ წლამდე უცვლელად განაგრძობს.

ბოლო ათი წლის განმალობაში, ამერიკის მთავრობის ფუნქციონირება საამჯერ უკვე შეიზღუდა. პროცესი, რომელიც "მთავრობის დახურვის" სახელითაა ცნობილი, მაშინ იწყება, როცა მხარეები ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. მის დასამტკიცებლად საკმარისი ხმები კი არც ერთს არ აქვვს.

ასევე ნახეთ: 106 მილიარდის მოთხოვნით, ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გაერთიანებას სთხოვს

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა და დემოკრატების მიერ მაართული სენატი განგრძობით რეზოლუციაზე უნდა შეთანხმდეს და მას პრეზიდენტმა ხელი ამ კვირის ბოლომდე, ყველაზე გვიან - პარასკევს უნდა მოაწეროს იმისვვის, რომ მთავრობის მუშაობა გაგრძელდეს. ფედერალურ სააგენტოებს დაფინანსება სწორედ პარასკევს, 17 ნოემბერს ეწურებათ.

წარმომადგენელთა პალატაში ვარაუდობენ, რომ სამშაბათს კენჭს უყრიან საბიუჯეტო პროექტის დროებით რეზოლუციას. თუ ეს წარმატებით ვერ მოხერხდა, 4 მილიონამდე საჯარო მოხელისთვის ხელფასის მიწოდება შეუძლებელი გახდება. დაიხურება არამხოლოდ სამთავრობო უწყებები, არამედ ეროვნული პარკებიც, შეფერხდება სამეცნიერო პროექტები და ა.შ.

ასევე ნახეთ: „ორი დემოკრატია სასტიკი თავდასხმის ქვეშ“  კონგრესში უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ იმსჯელეს  

სენატის უმრალესობის დემოკრატი ლიდერი ჩაკ შუმერი, ორშაბათს ამბობდა, რომ მიესალმება სპიკერ ჯონსონის იდეას, მიიღონ ის განგრძობითი რეზოლუცია, რომელიც დემოკრატებისთვის კრიტიკულად არასასურველ ცვლილებებს ამ ეტაპზე არ გულისხმობს. თუმცა, პალატის რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ ისინი ამ საკანონმდებლო პროექტის დასაბლოკად სხვადასხა პროცედურულ საშუალებას გამოიყენებენ, რადგან ეს "მცდარი მიდგომაა".

რესპბლიკელი ჩიპ როი და სხვები ამ რეზოლუციას აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის არ გულისხმობს საბიუჯეტო ხარჯვის საკმარის შეკვეცას და ისეთი კონსერვატორული პოლიტიკის მხარდაჭერას, როგორიცაა ამერიკა-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოება. ამასთან, რეზოლუცია გაჭირვებული ოჯახებისთვის სურსათის ტალონებით დახმარებას 30 სექტემბრამდე გააგრძელებს. ჯონსონის პროექტით, 19 იანვრამდე დაფინანსება დროებით უნდა გაგრძელდეს სამხედრო წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებით, ვეტერანების დახმარების კუთხით, ტრანსპორტირების, განსახლების, ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეოის, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა და ენერგეტიკისა თუ წყლის პროგრამების მიმართულებით.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს მცირე უპირატესობა აქვთ - 221 - 212. შესაბამისად, დემოკრატების მხარდაჭერის გარეშე, ამა თუ იმ პროექტის დაბლოკვა სულ რამდენიმე რესპუბლიკელსაც კი შეუძლია. რესპუბლიკელები ამ პროექტზე სამშაბათ დილით დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, გამოიტანენ თუ არა პროექტს საყოველთაო კენჭისყრისთვის.