აშშ- კონგრესი დროებითი საგანგებო დაფინანსების კანონპროექტს უყრის კენჭს

ამ კვირაში, შეერთებული შტატების კონგრესი კენჭს უყრის ერთკვირიანი, დროებითი საგანგებო დაფინანსების კანონპროექტს, რათა მთავრობის დახურვის თავიდან ასაცილებლად, კანონმდებლებს “კოვიდ-19”-ის გამო დახმარების შესახებ შეთანხმების მისაღწევად და საერთო ხარჯვითი კანონპროექტის დასამტკიცებლად მეტი დრო მიეცეთ.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული სენატის და დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებს, მთავრობის ხარჯვითი ნაწილის ზომის დამტკიცება პარასკევისთვის სჭირდებათ, როდესაც ფედერალური სააგენტოების დაფინანსება იწურება.

ასევე ნახეთ: პელოსი ამბობს, რომ პანდემიით დაზარალებულთა დახმარების პაკეტზე შეთანხმება ჯერ ისევ შესაძლებელია



წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი იმედოვნებენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში განხილვის პროცესში მყოფი “კოვიდ-19”-ის დახმარების პაკეტს, 1.4 ტრილიონი დოლარის მოცულობის დიდ ხარჯვით კანონპროექტს მიუერთებენ, რაც “ომნიბუსის” სახელით არის ცნობილი.
ორივე მხარე მზარდი წნეხის ქვეშ არის, რათა უზრუნველყოს რომ მთავრობამ მუშაობა გააგრძელოს და პანდემიით დაზარალებულმა ოჯახებმა და ბიზნესებმა დახმარების ახალი პაკეტი მიიღონ.
დეკემბრის ბოლოს იწურება იმ საგანგებო დახმარების პროგრამების მოქმედების ვადა, რომლებიც პანდემიის საპასუხოდ დაინერგა, მათ შორისაა უმუშევრობაზე დამატებითი შემწეობა და დაქირავებული ბინებიდან გამოსახლებაზე მორატორიუმი