ორშაბათს, ჩინეთის საფონდო ბირჟა 5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით დაიხურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჩინურ პროდუქციაზე დამატებით ტარიფებს აღარ დააწესებდა მოლაპარაკებებში “მნიშვნელოვანი პროგრესის” მიღწევის გამო.
“ძალინ კარგი უქმეები იყო ამერიკა-ჩინეთსთვის,” დაწერა “ტვიტერზე” პრეზიდენტმა ტრამპმა. მისივე თქმით, მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს “მნიშვნელოვან სტრუქტურულ საკითხებში, რაშიც შედის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ტექნოლოგიების გადაცემა, სოფლის მეურნეობა, ვალუტა და ბევრი სხვა საკითხი.”
სამი თვის წინ, პრეზიდენტმა 1 მარტი საბოლოო ვადად დაასახელა, როცა $200 მილიონის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები 10-25 პროცენტით უნდა გაზრდილიყო.
მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს, მაგრამ ტრამპმა თქვა, რომ ტარიფების დაწესებას გადადებდა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ამერიკისთვის დადებითად წარიმართებოდა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია რამდენად ახლოს არიან მხარეები შეთანხმების დადებამდე. მაგრამ თქვა, რომ ჩინელ კოლეგას მარ-ა-ლარგოში, ფლორიდაში მდებარე მის ერთ-ერთ სახლში, შეხვდება “საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.”