დღეს, ვაშინგტონში, შეერთებული შტატების და ჩინეთის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების მეორე რაუნდი დიწყეს, რომელიც ორ ეკონომიკურ ზესახელმწიფოს შორის სავაჭრო ომის საკითხის გადასაწყვეტად არის გამიზნული.
ორდღიანი დისკუსიების დროს, ორი ქვეყნის დელეგაციებს ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი უხელმძღვანელებენ. ეს დისკუსია ვაშინგტონის ძველ პრეტენზიებს შეეხება, რომ პეკინი ამერიკულ კომპანიებს აიძულებს საკუთარი მოწინავე ტექნოლოგიები ჩინურ ფირმებს გადასცეს და დიდ ჩინურ ბაზარზე შესვლას უზღუდავს.
არის იმის საშიშროება, რომ ამერიკელი პროკურორების მიერ, ჩინური ტელეკომის გიგანტის „ჰუავეის“ ფინანსური სამსახურის უფროსის, მენგ ვანჟოუს მიმართ ბრალის წაყენება, მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გადაჩრდილავს. საბრალდებო დასკვნა მენგს, „ჰუავეის“ და კომპანიის პარტნიორებს ბრალად სდებს ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დასარღვევ შეთქმულებაში მონაწილეობას. კომპანიის წარმომადგენლებს ასევე ედებათ ბრალი საკუთრი საქმიანობის შესახებ, შეერთებული შტატების მთავრობის და ფინანსური ინსტიტუტების მოტყუებაში. ჩინეთი ვანკუვერში მენგის დაპატიმრების და შეერთებულ შტატებში ექსტრადირების გამო უკმაყოფილებას გამოხატავს.
2 მარტამდე შეთანხმების მიღწევა თუ ვერ მოხერხდა, ამერიკული ტარიფები ახლანდელი 10 პროცენტიდან, 25 პროცენტამდე გაიზრდება.
Facebook Forum