ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში უცხოელ ჟურნალისტებს ტელეფონების უსაფრთხოება აშფოთებთ


ახალმა გამოკითხვამ, რომელიც ჩინეთში მომუშავე უცხოელ ჟურნალისტებს შორის ჩატარდა, აჩვენა, რომ 2018 წელს კომუნისტურ ჩინეთში უცხოური მედიისთვის სამუშაო პირობები გაუარესდა. უცხოელ კორესპონდენტთა კლუბის 109 გამოკითხული წევრიდან, ნახევარი ამბობს, რომ მათ უკან დაყვებიან; 90% შეშფოთებულია მათი ტელეფონების უსაფრთხოებაზე და თითქმის მეოთხედმა იცის, რომ მათ საჯარო უსაფრთხოების სისტემებით უთვალთვალებენ.

ჩინეთში ხშირად ხდება ადმინისტრაციული შეფერხებებიც. მაგალითად, რთულდება ვიზების გაცემა. ვიზების განახლება მხოლოდ რამდენიმე თვით ხდება, რაც ჟურნალისტს ხშირად აიძულებს ქვეყანა დატოვოს.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა უიღურებით დასახლებულ სინძიანის რეგიონში. მუსლიმი უმცირესობების შევიწროების ფაქტების გაშუქების დროს, 17 ჟურნალისტიდან 24 შეავიწროვეს და 19 ჟურნალისტს გადაღებული მასალის წაშლაც კი აიძულეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოკითხვის შედეგებს არ ცნობს. ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გამოკითხვის შედეგად მიღებული დასკვნების "უარყოფაც კი არ ღირს", რადგან ის არ გამოხატავს ქვეყანაში მომუშავე უცხოელი კორესპონდენტების აზრს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG