ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებზე თავდასხმა მოხდა


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, როცა მანქანა დაწყებითი სკოლის წინ ბავშვების გუნდში შევარდა. ინციდენტი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ლიაონინგის პროვინციის ქალაქ ჰულუდაოში მოხდა.

თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადადიან ბავშვები გზაზე, როცა მათ მუქი ფერის ავტომობილი უახლოვდება. ამის შემდეგ მანქანა სიჩქარეს უმატებს და გეზს ბავშვებისკენ იღებს.

ამ ეტაპზე მძღოლის მოტივი ცნობილი არ არის.

ჩინეთში, ბოლო პერიოდში, მსგავსი თავდასხმები გახშირდა. ოქტომბერში დანით შეიარაღებული მამაკაცი გზაჯვარედინზე ფეხით მოსიარულეებს დაესხა თავს, 2 ადამიანი მოკლა და 16 დაჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG