ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ქვეყნებს მოუწოდებს აღიარონ პალესტინელთა სახელმწიფო. მოწოდება ერთგვარი გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, როცა ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ, პალესტინა, როგორც სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
სამი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ისრაელში, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომს აგრძელებს და როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, ერთგვარ იზოლაციაში ექცევა.
ასევე ნახეთ: ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში საბრძოლო ოპერაციები დასრულდაგაეროს ექსპერთა ჯგუფი ამბობს, რომ პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ეს არის წინაპირობა გრძელვადიანი მშვიდობისთვის პალესტინასა და მთელ ახლო აღმოსაველთში“, - ამბობს გაეროს ექსპერტთა ჯგუფი და აქვე განმარტავს, რომ პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარება შეაჩერებს ომს ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაში კი, ვითარების კიდევ უფრო ქართულების პრევენციას მოახდენს.
„ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა რჩება ერთადერთ საერთაშორისოდ შეთანხმებულ გზად მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, როგორც პალესტინისთვის, ისე ისარელისთვის“,- ამბობენ გაეროს ექსპერტები.
„როიტერი“ გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხო კომენტარის მიღებას ისრაელისგან შეეცადა, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო განმარტავს, მათ პასუხი ვერ მიიღეს.