გაერთაინებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიოს 20, ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ქვეყანა მარტში არ გაერთიანდა ახალ კორონავირუსთან კოორდინირებულად საბრძოლველად. ამ ინიციატივით, გუტერეში პანდემიის დაწყებიდან მალევე გამოვიდა.
სააგენტო "ასოშეთიდ პრესთან" ინტერვიუს დროს, გუტერეშმა თქვა, რომ როდესაც დიდი ოცეულის ქვეყნები დეკემბერში, სამიტზე შეიკრიბებიან, გააცნობიერებენ, რომ "უფრო კოორდინირებულები უნდა იყვნენ ვირუსთან ბრძოლაში".
ასევე ნახეთ: რეინფიცირების პირველი დადასტურებული ფაქტი ამერიკაში - რუბრიკა „გალილეო“გაეროს ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაცია განაგრძობს იმის ადვოკატირებას, რომ ქვეყნებმა ერთმანეთთან უფრო შეთანხმებულად იმუშაონ და ერთობლივი ძალებით შეუტიონ ვირუსს. ის ასევე ამბობს, რომ გაერო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა მიიღებს, აღქმული და მიღებული იყოს, როგორც "საზოგადო სიკეთე" და "ხელმისაწვდომი და მისაღები იყოს ყველასთვის, ყველგან".
ვაქცინის შექმნისთვის რბოლაში რამდენიმე ქვეყანაა ჩართული. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, რომ შექმნან ვაქცინა, რომელიც მოსახლეობას ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან დაიცავს. დღეისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სარს-კოვ-2 ვირუსით გამოწვეული დაავადებით კოვიდ-19, 1,1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 მილიონზე მეტი დაავადდა, მსოფლიოს მასშტაბით.
ასევე ნახეთ: ჯანმო: ჯოგურ იმუნიტეტზე საუბარი მეცნიერულადაც და ეთიკურადაც მიუღებელიაიზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ჩამონათვალს შეურთდა საფრანგეთი და ესპანეთი.
მონაცემების ზრდასთან ერთად, ქვეყნები წესებს კვლავ ამკაცრებენ. საფრანგეთში, მოსახლეობის 65%-ს გარეთ გასვლა გარკვეული პირობებით შეეზღუდა.
ინფიცირების მონაცემები იზრდება ბელგიაშიც. კორონავირუსის გამო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ახლა, ევროპა ვირუსის მეორე ტალღას ებრძვის.
ასევე ნახეთ: კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს; 13 წლის მოზარდმა ოჯახში 11 ადამიანი დააავადა; კოვიდ-19-ის მეორადი ეფექტიჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამერიკა, კვლავ პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა რიცხვით. ქვეყანაში ინფიცირებულია 8,4 მილიონზე მეტი ადამიანი. მეორე ადგილზე, 7,76 მილიონი ინფიცირებულით, არის ინდოეთი, ხოლო მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს - 5,32 მილიონი დაავადებულით.