პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ ვილნიუსის სამიტზე მისი ქვეყენა ნატოში არ მიიწვიეს.
ზელენსკიმ ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა და თქვა, რომ „ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა კი გააძლიერებს ნატოს“. „განა ბევრს ვითხოვთ?“ - დასძინა მან.
მან მადლობა გადაუხადა ლიეტუვას "მკაფიო, ღია და გაბედული პოზიციისთვის" უკრაინის წევრობის მხარდაჭერის საქმეში.
ზელენკის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, სამიტზე ალიანსმა გადაწყვიტა უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნა მოუხსნას და გააგრძელოს კიევის მჭიდრო სამხედრო მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ნატოში "მაპის" გარეშე გაწევრიანდება, თუ როდის - ალიანსი არ აკონკრეტებსნატოს ლიდერების თქმით, ალიანსი უკრაინას სამხედრო ალიანსში მაშინ მიიწევს, როცა "წევრები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება".
ზელენსკიმ დღესვე განაცხადა, რომ "აბსურდი" იქნებოდა, თუ ნატოს ლიდერები არ შესთავაზებდნენ მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების ვადებს.
ნატოს აღმოსავლეთ ევროპელი წევრები უფრო ხმამაღლა უჭერდნენ მხარს კიევის პოზიციას და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევა საუკეთესო გზაა რუსეთის ხელახალი შეტევის შეკავებისთვის.
თუმცა, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა შეერთებული შტატები და გერმანია, უფრო ფრთხილები იყვნენ ნებისმიერი ნაბიჯის მიმართ, რომელიც მათი თქმით, ნატოს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩართავს.
სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ „არავინ არ უნდა გაიხედოს უკან მოსკოვისკენ“.
ასევე ნახეთ: ნატოს კომუნიკე: "მაპი" საქართველოს გაწევრიანების განუყოფელი ნაწილი იქნებაზელენსკის კრიტიკის შესახებ კითხვაზე, სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ”ნატოსგან არასდროს ჰქონია უფრო ძლიერი გზავნილი, როგორც გაწევრიანების გზის პოლიტიკურ, ასევე ნატოს მოკავშირეების მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ”.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, დრო არასდროს ყოფილა წევრობის განმსაზღვრელი და ეს ყოველთვის პირობებზე იყო დამყარებული.