უკრაინის საცხოვრებელ სახლზე რუსეთის იერიშის მსხვერპლი 40-მდე გაიზარდა

დნიპრო, უკრაინა. 16 იანვარი, 2023 წ.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს, 16 იანვარს, უკრაინის პოლიციამ გაავრცელა. კრემლი უარყოფს, რომ თავდასხმის უკან რუსული ძალები იდგა.

დნიპროზე თავდასხმა, რუსული სარაკეტო დარტყმების ფართო ტალღის ნაწილი იყო, რომელიც მოიცავდა უკრაინის უდიდეს ქალაქებს - დედაქალაქ კიევს და ხარკივს. „დღეს დილის 10:30 საათისთვის, დაიღუპულია 36 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. დაშავდა 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვია“ - განაცხადა თავდაპირველ ცნობაში უკრაინის პოლიციამ “ტელეგრამზე”. უწყების ინგორმაციით, მაშველებმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთა შორის 6 ბავშვია.

ასევე ნახეთ: კონდოლიზა რაისი: შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი

16 იანვარსვე, კრემლმა უარყო, რომ რუსეთის ძალებმა, დნეპროში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

"რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ურტყამს საცხოვრებელ შენობებს, ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმები ხდება აშკარა, ან შენიღბულ სამხედრო ობიექტებზე," - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან სატელეფონო პრესკონფერენციის დროს.

რუსეთის ძალებმა, უკრაინის პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები ასევე მიზანში ამოიღეს ლუჰანსკსა და დონეცკში. ინფორმაცია ამის შესახებ, 16 იანვარს, იკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრველა.

ვითარება სოლედარში

ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება, თუ ვინ აკონტროლებს ქალაქ სოლედარს, რომელიც რუსულმა ძალებმა მეტწილად ნანგრევებად აქცია.

რუსი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სოლედარს თავად აკონტროლებენ. ამას კიევი უარყოფს და აცხადებს, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის რეგიონის სტრატეგიულ ქალაქში და მის შემოგარენში, რომელიც მარილის საბადოებითაა ცნობილი.

Your browser doesn’t support HTML5

რა როლი აქვს "ვაგნერს" უკრაინის ომში?

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინული ძალები "თითქმის დარწმუნებით, პოზიციებს ინარჩუნებს” სოლედარში, სადაც შაბათ-კვირას ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდა.

მართალია, სოლედარის დაცემის შემთხვევაში, ეს ფაქტი ომში გარდატეხის შემტანი ვერ გახდება, მაგრამ თვეების განმავლობაში წარუმატებელი იერიშების და ფრონტის ხაზებიდან ცუდი ამბების მიღების შემდეგ, კრემლისთვის ეს მონაპოვარი ერთგვარი ჯილდო იქნებოდა. ამას გარდა, სოლედარის აღებას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რუსეთი ცდილობს იქვე მდებარე ქ. ბახმუტის ალყაში მოქცევას და მის დაპყრობას, რის გამოც სოლედარი მოსკოვისთვის არამარტო სიმბოლური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტიცაა.

ასევე ნახეთ: უკრაინა მშვიდობის ფორმულისთვის, გაეროს ასამბლეაზე საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს

უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები ასევე განაგრძობდნენ ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღებას ზაპორიჟიაში, დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონებში.