ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა - თავდაცვას, რუსეთი კი საჰაერო შეტევებს აძლიერებს


რუსეთი უკრაინაში ქ. ხერსონს მართლმადიდებლური შობის წინა დღეს უტევს. 6 იანვარი, 2023 წ.
რუსეთი უკრაინაში ქ. ხერსონს მართლმადიდებლური შობის წინა დღეს უტევს. 6 იანვარი, 2023 წ.

უკრაინაში აცხადებენ, რომ მათი სამხედრო ძალები ბახმუტის ირგვლივ თავდაცვას აძლიერებენ. ბახმუტი აღმოსავლეთ დონბასში მდებარე ქალაქია, სადაც უკრაინელ სამხედროებს რუსეთის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლებთან უწევთ შეტაკება.

გარდა ამისა, კიევმა დამატებითი ძალები გააგზავნა ბახმუტთან მდებარე პატარა ქალაქ სოლედარში, სადაც სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.

"მტერმა კიდევ ერთი სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება მიიიღო, შეეცადა სხვადასხვა მიმართულებით სოლედარზე თავდასხმას და ყველაზე პროფესიონალი "ვაგნერისტები" ბრძოლაში ჩართო",- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" დაჯგუფების დამფუძნებელი, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბახმუტისა და სოლედარის აღებას ცდილობს, რაც ორივე მხარეს დიდ მსხვერპლად დაუჯდა. პრიგოჟინმა ასევე თქვა, რომ ამ ორ ქალაქში ყველაზე ღირებული, იქ არსებული მაღაროებია.

"მათ შეუძლიათ არა მარტო დაიტიონ დიდი ჯგუფი 80-100 მეტრის სიღრმეზე, არამედ ტანკები და საბრძოლო ტექნიკაც",- თქვა პრიგოჟინმა.

თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სტრატეგიული სამხედრო სარგებელი მოსკოვისთვის ამ ორი ქალაქის აღებით ლიმიტირებული იქნება. ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, პრიგოჟინი, რომელიც გავლენიანი რუსი ჩინოვნიკი და პუტინის ახლო მეგობარია, ამ მაღაროებში მარილსა და თაბაშირს ეძებს.

უკრაინის პრეზიდენტმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში თქვა, რომ ბახმუტი და სოლედარი, მიუხედავად მძიმე შეტევებისა, მაინც არ დაცემულა.

"ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ რუსების მუდმივი წინსვლის მცდელობას... სიტუაცია რთულადაა",- თქვა ზელენსკიმ.

სერჰი ჩერევატი, უკრაინელი სამხედრო, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ სიტუაცია შესაძლოა დასტაბილურდეს. ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრის დროს მან თქვა, რომ ამჟამად ბახმუტსა და სოლედარში "სასტიკი და სისხლიანი ბძროლებია - დღეში 160-ჯერ ხდება დაბომბვა".

"ჩვენ სამხედროებს დამატებითი ძალები, მიზნის მისაღწევად საჭირო ტექნიკა გავუგზავნეთ და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს",- თქვა ჩერევატიმ.

XS
SM
MD
LG