ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელი თვალთმაქცობას უწოდებს რუსეთის მიერ დროებით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას


შარლ მიშელი
შარლ მიშელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 36 საათით ცეცხლის შეწყვატის შესახებ განაცხადა უკრაინაში, შობის დღესასწაულზე. აღნიშნული, “თვალათმაქცობად” შეაფასა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მისი თქმით მშვიდობის აღდგენის ერთადერთ გზად რუსეთის მიერ უკრაინიდან მისი შენაერთების გაყვანაა.

კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება პარასკევს შუადღიდან, მოსკოვის პატრიარქის კირილის, მოწოდების შემდეგ, გასცა.

"რუსული ჯარების გაყვანა ერთადერთი რეალური ვარიანტია მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და გროტესკული ანექსიები და თანმხლები რეფერენდმები", - თქვა მიშელმა “ტვიტერზე”.

უკრაინამ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მართლმადიდებელი შობის დღეს და განაცხადა, დაზავება არ მოხდება მანამ, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ძალებს ოკუპირებული მიწებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG