ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული დარტყმის შემდეგ, რუსეთში მღელვარება, კითხვები და გარკვეული აპათია გაჩნდა


უკრაინის მხრიდან რუსულ ჯარზე დღემდე ყველაზე მომაკვდინებელმა დარტყმამ, მოსკოვის სამობილიზაციო ძალისხმევის მიმართ კრიტიკა ხელახლა გააღვივა და აშკარად გამოაჩინა უნდობლობა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ არსებობს.

რუსეთის არმიამ გამოაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მაკიივკაში, დროებით სამხედრო ბაზაზე კიევის დარტყმის დროს 89 ჯარისკაცი დაიღუპა. დარტყმა ამერიკული რაკეტებით ახალი წლის ღამეს მოხდა. უკრაინული მხარის შეფასებით, დაღუპულთა რაოდენობა ასეულობით განისაზღვრება.

თვეების განმავლობაში ქაოტური მობილიზაციის შემდეგ ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ დაღუპულთა შორის ბევრი ახლად გაწვეული იყო, გარკვეული აღშფოთება გამოიწვია.

იყო რუსეთისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მწუხარების საჯარო გამოხატვის შემთხვევებიც და გარკვეული იმედგაცრუება არმიით, რომლის უკრაინაში მოქმედება საიდუმლოების საბურველში არის გახვეული.

როგორც წესი, რუსეთის ოფიციოზი ბრალს სასწრაფოდ დასავლეთს და უკრაინას დასდებდა, მაგრამ ამჯერად, კრემლის მომხრე ბევრი კომენტატორისთვის, ბრალეული უფრო ახლო იყო: არმიის ხელმძღვანელობა.

ბევრმა დასვა კითხვა, მსხვერპლის რიცხვი ნამდვილად 89 თუ იყო. სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, საბრძოლო მასალა იქვე ინახებოდა, სადაც ჯარისკაცებს ეძინათ.

არმიამ ბრალი თავად ჯარისკაცებს დასდო და ამბობს, რომ გამანადგურებელი დარტყმა მას შემდეგ მოხდა, რაც მათ, აკრძალვის მიუხედავად, მობილური ტელეფონებით ისარგებლეს.

თუმცა არმიამ მისთვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ასევე პირობა დადო, რომ გამოძიების შემდეგ საკუთარ ოფიციალურ პირებს დასჯის.

XS
SM
MD
LG