ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა

უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ის ციხის მცველებმა გასულ კვირას გალახეს. როგორც ადვოკატი სერგეი ვლასენკო აცხადებს, ყოფილი პრემიერი მცველებმა საავადმყოფოში გადაყვანის დროს სცემეს, მას აქამდეც ეტყობა ხელებსა და მუცელზე დაბეჟილობები და ჩაქცევები.

თავის მხრივ პროკურორებმა დაადასტურს, რომ ტიმოშენკო საავადმყოფოში მისი სურვლის წინააღმდეგ მიჰყავდათ. თუმცა უარყოფენ გალახვის ფაქტს. ტიმოშენკომ მცველებს წინააღმდეგობა გაუწია, ვინაიდან ის არ ენდობოდა სამთავრობო ექიმებს. წელის არეში მწვავე ტკივილების გამო ტიმოშენკომ მკურნალობა მოიტხოვა უცხოელი ექიმების მეთვალყურეობით.