"ამერიკული და გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვან შედეგებს გვაჩვენებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა. გასული დღეების განმავლობაში რუსთის ჯარმა არაერთი საჰაერო იერიში და სარაკეტო თვდასხმა განახორციელა, რომელთა სამიზნეც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები იყო.
რუსული მხარე იტყობინება, რომ მან მოსკოვისკენ გაშვებული დრონი ჩამოაგდო და ეს ამ კვირაში უკვე მესამე მსგავსი მცდელობა იყო.
უკრაინული მხარე რუსეთის იარაღის საწყობებს და ინფრასტრუქტურას უტევს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარის მომარაგება შეაფერხოს. კიევის სამიზნე რამდენჯერმე გახდა ანექსირებულ ყირიმთან რუსეთის ტერიტორიის დამაკავშირებელი ხიდიც.
მოსკოვის მიერ დანიშნული ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების ლიდერი ყირიმში ამბობს, რომ ჩონჰარის ხიდი სარაკტო იერიშმა დააზიანა. ეს ერთ-ერთია იმ სამ გზას შორის, რომელიც ყირიმს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, უკრაინის სხვა ტერიტორიებთან აკავშირებს. მათი განმარტებით იერიში ქალაქ ჰენიჩესკის მახლობლად მოხდა, სადაც სარაკეტო იერიშის შედეგად სამოქალაქო ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
Your browser doesn’t support HTML5
ტრადიციული ღამის მიმართვისას, კვირას ზელენსკიმ თქვა, რომ ამერიკული და გერმანული თანამედროვე თავდაცვითი სისტემები, მაგალითად ამერიკული "პატრიოტები" და გერმანული" IRIS-T-ები აჩვენებს, რომ ისინი ძალიან ეფექტურია და უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს კიევისთვის.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში რუსეთის საიერიშო რაკეტების უდიდესი ნაწილის ჩამოგდება შეძლო. ეს მოიცავდა 65 სხვადასხვა ტიპის რაკეტას და 178 მოიერიშე დრონს, მათგან 87 "შაჰიდ" დრონს. შეიარაღებული ძალების ცნობით, 30 სარაკეტო და 48 საჰაერო იერიშს, სამწუხაროდ, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
უკრაინული მხარის ცნობით, შაბათს რუსეთმა დაბომბა ქალაქ კუპიანსკში მდებარე სისხლის გადასხმის ცენტრი. ქალაქი ხარკივის რეგიონში მდებარეობს, ფრონტის ხაზიდან 16 კმ-ში. ვოლოდიმირ ზეელენსკიმ ამ თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. რუსეთი გამუდმებით უარყოფს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.